საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი სტუმრად 91:74 დაამარცხა

AutoSharing Option
ევრო 2013-ის შესარჩევი ციკლის მეორე წრის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 91:74 (24:21, 23:18, 22:20, 22:15) დაამარცხა. 

ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძლებს ოთხივე მეოთხედი მოუგეს  და სტუმრად უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხეს, ვიდრე თბილისში.

ქართველთაგან ყველაზე უხვქულიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა. შენგელიას შემდეგ შედეგიანობით მანუჩარ მარკოიშვილი (17) და ჯეიკობ პულენი (16) გამოირჩნენ.

ეს გამარჯვება იგორ კოკოშკოვის  გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხეა. საქართველოს ნაკრები 5 ტურის შემდეგ D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

მომდევნო
შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს თბილისში ბოსნიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო 5 4 1 9
ლატვია 5 3 2 8
ბოსნია 5 3 2 8
ჰოლანდია 5 2 3 7
რუმინეთი 6 1 5 7
მკითხველის კომენტარები / 6 /
zaza gaadzlierebs meore xuteuls-gundic dabalansdeba.ai raa praktikuloba.
0
ზაზა მეორე ხუტეულს ულიდერებს და გუნდიც დაბალანსდება.სხვებიც დაისვენებენ.პრაკტიკულობაა,მეტი არაპერი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული