ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძლებს ოთხივე მეოთხედი მოუგეს და სტუმრად უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხეს, ვიდრე თბილისში.
ქართველთაგან ყველაზე უხვქულიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა. შენგელიას შემდეგ შედეგიანობით მანუჩარ მარკოიშვილი (17) და ჯეიკობ პულენი (16) გამოირჩნენ.
ეს გამარჯვება იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხეა. საქართველოს ნაკრები 5 ტურის შემდეგ D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.
მომდევნო
საქართველო 5 4 1 9
ლატვია 5 3 2 8
ბოსნია 5 3 2 8
ჰოლანდია 5 2 3 7
რუმინეთი 6 1 5 7