"ზაზა სათამაშოდ მზად იყო. მატჩის წინ გასახურებლადაც გავიდა, მაგრამ ფეხის კუნთმა შეაწუხა და გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა. ამის გამო ბოლო წუთს მოგვიწია გუნდის გადაწყობა.
საბედნიეროდ, ბიჭებმა კარგად გაართვეს ამ ამოცანას თავი და მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. ამ მოგებით წინ წავიწიეთ.
მომდევნო მატჩზე ბევრია დამოკიდებული. თუ 5 სექტემბერს თბილისში ბოსნიას მოვუგებთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად ვინაღდებთ.
შემდეგ კიდევ გვექნება საბრძოლველი, რათა ლატვიაში გავიმარჯვოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, თუმცა ამაზე მას შემდეგ
მინდა მოვუწოდო გულშემატკივრებს, მოვიდნენ და უქომაგონ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მატჩში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა