ზაზა ფაჩულია: ბოსნიასთან თამაშის იმედი ჯერ კიდევ მაქვს

AutoSharing Option
რუმინეთთან მატჩის შემდეგ იქაურმა ჟურნალისტებმა ზაზა ფაჩულიას კომენტარი გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამბობდა: მცირე ტრავმა მქონდა და მოედანზე გასვლა აღარ გავრისკეთო.

დაახლოებით ასეთივე სიტუაცია იყო პირველ წრეში - ფაჩულიამ რუმინეთთან ვერ ითამაშა, ხოლო სამ დღეში ბოსნიურ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

4 სექტემბერს ვარჯიშზეც იმ იმედით შევედით, რომ კაპიტანი მწყობრში დაგვხვდებოდა, მაგრამ იგი მოედნის გვერდით იდგა და დანარჩენების ვარჯიშს ადევნებდა თვალს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. როგორც აღმოჩნდა, მას კვლავ მუხლზემოთა კუნთი აქვს დაჭიმული და სიარულშიც ხელს უშლის.

- ბოსნიასთან მოედანზე
გასვლის იმედი ჯერ კიდევ მაქვს, თუმცა მატჩი ახლა რომ ტარდებოდეს, ნამდვილად ვერ ვითამაშებდი. ბოსნიას 5 სექტემბერს, 19 საათზე დავუპირისპირდებით. მანამდე დრო არის, დილას ვარჯიშიც გვაქვს და კიდევ შევხედავ. დილას თუ არა, იქნებ საღამომდე მაინც დამიცხრეს.

- ბოლო მატჩი რუმინეთში გქონდათ, რომელსაც ტრიბუნებიდან მიადევნე თვალი. რა შეიძლება ითქვას განვლილ შეხვედრაზე?
- მეტოქემ თბილისში უკეთესად ითამაშა, ვიდრე სიბიუში. სეზონის დაწყებამდეც აღვნიშნე, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ყველას ჰქონდა, თუმცა მას მერე ჩვენ და რუმინეთი სხვადასხვა პოზიციაში აღმოვჩნდით.

საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის სათავეშია, რუმინეთს ერთი მოგება აქვს. ასე რომ, სიბიუში ჯგუფის ლიდერების სტატუსით ჩავედით და გავამართლეთ კიდეც.

- ბოსნიის ნაკრების პლუსებზეც ვთქვათ...
- ჩვენს მეტოქეს ორი უმაღლესი დონის კალათბურთელი ჰყავს - მირზა ტელეტოვიჩი და ნიჰად დედოვიჩი.

მათზე ბევრი რამაა დამოკიდებული, თუმცა ყველა დანარჩენ კალათბურთელსაც დიდი ყურადღება სჭირდება. მოდუნება არ შეიძლება.

- ბოსნიას მაღალი ცენტრები ჰყავს, თუმცა პირველ მატჩში ბევრი ვერაფერი დაგვაკლეს...
- სხვადასხვა შეხვედრას სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ზოგი მეტოქე მსროლელია, ზოგი ფარქვეშიდან ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. სწორედ ამიტომ მწვრთნელი ყველა მატჩს ინდივიდუალურად უდგება და სხვადასხვა ტაქტიკაზე გვამუშავებს. ბოსნიურმა თამაშმა ჩაიარა. ახლა თბილისური შეხვედრაა, რისთვისაც ჩვენი გუნდი სათანადოდაა მზად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ბოსნია - სეზონის მატჩი, რომელიც უნდა მოვიგოთ!
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ითამაშებს, ნამდვილი კაპიტანი ხარ ზაზა.
dadu23
10:30 05-09-2012
0
დიდი კაპიტანი...
nikanika
10:47 05-09-2012
0

სიახლეები პოპულარული