ბოსნიამ საქართველოს ნაკრებზე შური იძია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეექვსე შეხვედრა შინ ბოსნიის ეროვნულ გუნდთან გამართა და უაღრესად დრამატულ მატჩში ანგარიშით 103:107 (16-20, 27-20, 31-32, 29-35) დამარცხდა.

არ გამართლდა პესიმისტური პროგნოზი და თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში იგორ კოკოშკოვის გუნდში პირველი წუთებიდან გამოჩნდა ზაზა ფაჩულია.

მატჩის საწყისი წუთები სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედის თავის სასარგებლოდ ჩამთავრებაც შეძლეს - 20:16.

მეორე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს მობილიზება. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობის აღმოფხვრა და ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს
- 39:38, რის შემდეგაც ჯერ მანუჩარ მარკოიშვილმა, შემდეგ კი თორნიკე შენგელიამ თითო 2-ქულიანი მიითვალეს.

ამის პასუხად სტუმრებმა მხოლოდ 2 ქულის მოპოვებაღა შეძლეს და დიდ შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 43:40 გავიდნენ, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი ბოსნიელებმა კვლავ უფრო აქტიურად დაიწყეს და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მესამე მეოთხედს თავის სასარგებლოდაც ჩაამთავრებდნენ, თუმცა ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯეიკობ პულენმა იყოჩაღა და ზედიზედ ორჯერ მოპარა შეტევაში მყოფ მეტოქეს ბურთი - 74:72 ბოლო მეოთხედის წინ.

როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა შეხვედრის ბოლო მეოთხედი. განსაკუთრებით კი - თამაშის ბოლო წამები...

23 წამით ადრე მანუჩარ მარკოიშვილმა 3-იანი ზუსტად სტყორცნა და საქართველოს ნაკრები 103:102 დაწინაურდა. წუთშესვენებიდან დაბრუნებულმა მირზა ტელეტოვიჩმა კი ურთულეს მოძრაობაში ასევე სამქულიანი მოათავსა.

საქართველოს ნაკრების ბოლო შეტევის დაგვირგვინება საკუთარ თავზე პულენმა აიღო, რომელმაც სამიანი სტყორცნა, მაგრამ არაზუსტად...

მატჩის საბოლოო ანგარიში სტუმრებმა ორი ზუსტი საჯარიმო ტყორცნით დააფიქსირეს - 104:107.

თბილისურ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მირზა ტელეტოვიჩი იყო, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი. 23 ქულა ჩააგდო მანუჩარ მარკოიშვილმა. ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ზაზა ფაჩულია (21 ქულა, 11 მოხსნა) და ვიქტორ სანიკიძე (12 ქ, 10 მოხსნა).
მკითხველის კომენტარები / 15 /
იმიტომ ჩემო ზურა რომ ბევრისგან განსხვავებით რეაქლურად უყურებ მოვლენებს და ვხვდები რომ ჩვენ არ გვყავს ის ნაკრები რომ ფინალურ ეტაპზე რამეს მივაღწიოთ თორემ შენ ერთი ქართველი მაინც თუ გეგულება ვისაც ჩვენი გამარჯვება არ უხარია? რეალობის შეგრძნებას რომ ვკარგავთ ეგ არის ცუდი
levani
11:09 06-09-2012
0
მოაშორეთ ეს ....... ზანგი სანამ დროა. მერე დაიწყებენ არ გამოდგაო, შევცდითო.სად იპოვეთ ეგ დამხჩვალი? დავიჯერო მაგ დონოს მოთამაშე ქართველი არ გვყავს? გაბრაზებული ვარ მაგრამ მაიც მაგრები ხართ!!!! გენაცვალეთ
lasha
21:20 05-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული