საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
ბოსნიასთან მატჩისთვის სპორტის სასახლეში 9 ათასი გულშემატკივარი მივიდა, დარბაზი პირამდე გაივსო და საოცარი სანახავი იყო თანამემამულეების ყიჟინით ანთებული კალათბურთელების ხილვა.

მათ თამაშში სული და გული ჩადეს. ისეთ გუნდს, როგორიც ბოსნიაა, 103 ქულა ჩაუგდეს, მაგრამ...

* * *
მირზა ტელეტოვიჩის მაღალმა კლასმა ერთბაშად ყველა გაგვაწბილა. იგი კალათბურთელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც წყალში თევზივით გადამწყვეტ მომენტებში გრძნობენ თავს. ბოლო წუთებზე ტელეტოვიჩმა თითქოს სისხლის სუნი იყნოსაო, ზვიგენივით გახელდა.

სირენამდე 27 წამით ადრე მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანის სიხარული ქართველებს დაგემოვნებული არ გვქონდა, რომ ტელეტოვიჩმა ბურთი
პერიმეტრზე მიიღო, ჰაერში ტრიალით შორეული სამქულიანი ისროლა (105:103).

ამას მიაყოლა ჯეიკობ პულენის აცილებული სამქულიანის შემდეგ ბურთის საკუთარი ფარიდან მოხსნა, ჯარიმების ტყორცნის უფლების მოპოვება და - 107:103 ბოსნიის სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა ნამატჩევს მირზას მაღალ კლასს გაუსვა ხაზი. ეს ყველამ კარგად დავინახეთ, მაგრამ სწორედ მწვრთნელის მოვალეობაა მეტოქის ლიდერი კალათბურთელის განეიტრალება, ისე, როგორც ეს ლატვიელებმა გააკეთეს.

30 აგვისტოს აინარს ბაგაცკისის ბალტიისპირულმა გუნდმა ტელეტოვიჩს 80:64 მოუგო, მირზას ანგარიშზე 13 ქულა და 3 მოხსნა იყო...

ლატვიელებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ მირზა თამაშიდან გამოეთიშათ. საბოლოოდ კი მეტოქეზე 12-ით მეტი ფოლი მოუგროვდათ, თუმცა მოედნიდან არავინ გავარდნილა.

ნუთუ არ შეიძლებოდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელსაც შეგირდებისთვის დაევალებინა ტელეტოვიჩის ფოლებით შეჩერება, ვიდრე სამქულიანის სასროლად შეიმართებოდა? ეს მეოთხე პერიოდში ვიქტორ სანიკიძეს რომ გაეკეთებინა, ხუთი ჯარიმით მოედნის დატოვება მოუწევდა.

Sportall.Geვინ ჩაენაცვლებოდა ვიქტორს? ლატვიელთა მწვრთნელი კი 10-12 კალათბურთელს ენდობა და ამიტომაც ტელეტოვიჩთან ჭიდილში არავინ გავარდნილა.

2005 წელს საქართველოს ნაკრებმა გერმანიის წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშა. მატჩის შემდეგ გერმანელთა თავკაცმა დირკ ბაუერმანმა თქვა: ყოჩაღ ვლადიმერ ბოისას, რომელმაც დირკ ნოვიცკი, ფაქტობრივად, შეაჩერაო.

იმ მატჩში დირკმა 15 ქულა ჩააგდო. მართალია, მაშინ ბოისა საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ტელეტოვიჩია ნოვიცკი - ვფიქრობ, ჩვენი მწვრთნელი, როცა ვლადიმერ ბოისას გამოძახებაზე უარს ამბობდა, თუნდაც ის ფაქტორი უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ბოისას დარი დამცველი გუნდს ბოსნიასთან მაინც დასჭირდებოდა.

* * *
ახლა თითოეულ კალათბურთელზე ვთქვათ. კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მატჩის წინა დღეს მითხრა: კუნთი მაქვს გაჭიმული და თუ თამაშის დღესაც ასე ვიქნები, მოედანზე გასვლა გამორიცხულიაო. როცა საქმე დაჭიმულობას ეხება, ყველამ კარგად იცის, ერთ დღეში ტრავმა არ შუშდება.

Sportall.Geზაზა ბოსნიასთან სათამაშოდ მაინც გავიდა. რიგ ეპიზოდებში კუნთზე ხელიც წაივლო, აშკარა იყო, აწუხებდა, მაგრამ გმირულად გაუძღვა თანაგუნდელებს - საქართველოს ნაკრების ფარიდან ასხლეტილ ბურთს ერთ ბოსნიელსაც არ უთმობდა, ხოლო შეტევაში ყველგანმავალ ტანკს მოგაგონებდათ, რომელიც გზად ერთ-ორ ბოსნიელს ქელავდა.

ძნელი სავარაუდოა, თუნდაც ტელეტოვიჩს ფაჩულიას მსგავსი ტრავმა რომ ჰქონოდა, მოედანზე გასულიყო.

მანუჩარ მარკოიშვილს დაცვაში დიდი დატვირთვა ჰქონდა - ბოსნიელთა ერთ-ერთ ლიდერ ნიჰად დედოვიჩს მეურვეობდა. ნიჰადმა საბოლოოდ 15 ქულა ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მანუმ დაცვაში ნაყოფიერად იშრომა. მას ენერგია შეტევისთვისაც დარჩა და გადამწყვეტ მომენტში ზუსტი სამქულიანითაც გაახარა უამრავი გულშემატკივარი - სირენამდე 27 წამით ადრე თანაგუნდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 103:102.

ვიქტორ სანიკიძეს ყველაზე დიდი ჯაფა დაადგა. მას მწვრთნელმა მირზა ტელეტოვიჩის განეიტრალება დაავალა. პირველ მეოთხედში ბოსნიელ სნაიპერს მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა და იმედი გაგვიჩნდა, რომ ვიქტორმა მირზა საბოლოოდ გამოთიშა თამაშიდან.

ვერც იმას ვიტყვით, რომ სანიკიძემ მეორე ტაიმშიც რამე დააკლო, მაგრამ...

მირზას თემას ზემოთ უკვე შევეხეთ. რაც შეეხება სანიკიძეს, მან ამ შესარჩევზე ყველაზე ნაკლები ორქულიანი სწორედ ბოსნიასთან ისროლა - 5. მას დაცვაში იმდენად სერიოზული დავალება ჰქონდა, რომ შეტევაში ჩვეულად ვერ იფრინა.

გიორგი ცინცაძემ 9 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი მოაგროვა და ერთი შეცდომაც არ დაუშვია. ასეთი დონის თამაშში უშეცდომოდ გარჯა კალათბურთელის მაღალი კლასის მანიშნებელია.

Sportall.Ge14-დან 8 ორქულიანი გამოიყენა თორნიკე შენგელიამ (სულ 17 ქულა), რომელმაც მოედანზე 34 წუთი გაატარა, თუმცა ბოლო წუთებზე მწვრთნელმა მის გარეშე ამჯობინა თამაში.

გიორგი შერმადინი ღირსეულად ცვლიდა ფაჩულიას. მის ანგარიშზე 13 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა. დაგვერწმუნებით, კარგი შედეგია.

მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა, ჯეიკობ პულენისა და გიორგი შერმადინის გარდა, ლევან ფაცაცია ათამაშა. ლევანმა, ალბათ, მწვრთნელიც დაარწმუნა, რომ მისი მომავალში ნდობაც შეიძლება.

იგი არც ფიზიკურად მოიკოჭლებს და თუ მწვრთნელის მითითება იქნება, ნამდვილად შეუძლია როგორც სამქულიანების ზუსტად ტყორცნა, ასევე ფარქვეშ დრიბლინგით შესვლა.

* * *
ლეგიონერი ჯეიკობ პულენი ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩემთან ერთად, ალბათ, ყველა გულშემატკივარს სურდა, რომ იგი მატჩის გემრიელი ლუკმა ყოფილიყო...

მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ 2002 წლიდან მანუჩარ მარკოიშვილი ევროპული კალათბურთის უმაღლეს საფეხურზეა. სამქულიანებით თუ გადამწყვეტი ორქულიანებით არაერთი თამაში მოუგია როგორც "კიევის", ასევე "ოლიმპიასა" და "კანტუს" მაისურით.

Sportall.Geნუთუ არ შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში ბურთი მანუჩარმა მიიღოს და იმოქმედოს ისე, როგორც მას მოესურვება?!

მას შემდეგ, რაც ტელეტოვიჩმა სამქულიანით სხვაობა 2 ქულამდე გაზარდა (სირენამდე 25 წამით ადრე), იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო. როგორც მწვრთნელმა თქვა, ჯეიკობ პულენისთვის სამქულიანის ტყორცნა არ დაუვალებია, მაგრამ შეგირდი ერთგვარად გაამართლა - სასროლ პოზიციაში დარჩა და სამიანიც იმიტომ ისროლაო.

არადა, იმ ეპიზოდში მანუჩარი გაცილებით ხელსაყრელ პოზიციაში იყო - პულენს მისკენ რომ გაეხედა, მანუ სამქულიანსაც უფრო თავისუფლად ისროდა და უფრო დიდი ალბათობით, მის წინ გაჩენილ დერეფანშიც შევიდოდა. ხოლო სიჩქარეაკრეფილი მარკოიშვილის შეჩერება არანაკლებ რთული რომაა, ვიდრე ფაჩულიასი, არაერთხელ დავრწმუნებულვართ.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ბულგარეთთან მატჩში ერლ როულანდმა გადამწყვეტ მომენტში რომ მოგვიგო, სწორედ მაშინ დავწერე: ნუთუ რთულია, საქართველოს ნაკრებშიც ერთი ასეთი გამოცდილი ამერიკელი ვიხილოთ-მეთქი?

დღეს ასეთი კითხვა უნდა დაისვას: ნუთუ არ შეიძლება, ჩვენს გუნდში თუნდაც რაითის დარი გამოცდილი კალათბურთელი ვიხილოთ? ბოსნიას შარშან ჰენრი დომერკანტი ჰყავდა, რომელიც წლეულს ზეკ რაითით ჩაანაცვლა.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ ბოსნიის ნაკრები რაითის გარეშე და მივხვდებით, რა ღირებულების საქმეს ასრულებს ამერიკელი ბოსნიელთათვის. რომ არა ზეკი (საბოლოოდ 12-დან 10 ორქულიანი), პირველ ტაიმში საქართველო სოლიდურ უპირატესობას მოიპოვებდა. ხოლო მეორე ნახევარში, როცა იგრძნო, რომ ტელეტოვიჩი ფეთქდებოდა, ყველანაირად შეუწყო ხელი.

საქართველოს ნაკრებს კიSportall.Ge 1989 წელს დაბადებული, ევროპაში გამოუცდელი ამერიკელი ჰყავს, რომელიც შესაძლოა 3-4 წელიწადში მაღალი დონის კალათბურთელად გამოიბრძმედოს, შეეჩვიოს ევროპულ სტილს, მაგრამ საკითხავია: 3-4 წლის შემდეგ გვეყოლება ისეთი შემადგენლობა, როგორიც ახლაა?

ეს კითხვა რედაქციაში ერთ-ერთი მატჩის გარჩევისასაც დაისვა: არავინ იცის, კიდევ როდის გვეყოლება ასეთი დონის გუნდი. ჰყავს კი მას შესაბამისი დონის მწვრთნელი, რომელიც თითოეული კალათბურთელისგან მაქსიმუმს ისევე წურავს, როგორც დევიდ ბლატი რუსეთისგან?

ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ეტაპი. D ჯგუფი
5 სექტემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე. 9000 მაყურებელი
საქართველო-ბოსნია 103:107 (იხილეთ ვიდეო)[ფოტორეპორტაჟი]
(16-20, 27-20, 31-32, 29-35)

ჰოლანდია - ლატვია 81:86


წ  
სხვ.
1. ბოსნია 7 5 2 643/614 12
2. საქართველო 6 4 2 537/507 10
3. ლატვია 6 4 2 500/434 10
4. ჰოლანდია 7 2 5 578/629 9
5. რუმინეთი 6 1 5 434/508 7

ტელეტოვიჩუუუ.... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი: ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, ჩვენი ბედი ჩვენ ხელთაა
რა შანსი რჩება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს?
ვიქტორ სანიკიძე: ვწუხვარ, რომ გულშემატკივარს იმედები გავუცრუეთ
მკითხველის კომენტარები / 16 /
განტევების ვაცის მოძებნაში მაგრები ხართ აგერ არ არიან უცხოელები მიდი და გადააბრალე ამაზე იოლი არაფერია ლატვიასთან პულენი გმირი იყო დღეს უმაქნისია როდემდე შეიძლება სხვაში ეძებოთ ბეწვი როცა თქვენებში დირეს ვერ ხედავთ? ყველაფერი მარტო პიარზე და სახელებზე რომ გაქვთ აწყობილი დიდი მიხვედრა უნდა რომ სახელი თამაშს ვერ იგებს რაც ლატვიამაც და ბოსნიამაც დაგვანახა?რითი ჯობდა ან პირველ ან მეორე თამაშში ან ტელეტოვიჩს ან დედოვიჩს ამ მასიჩს რომელიმე ჩვენიანი? ეს ხომ არ არის ძირითადი მიზეზი? სიმართლე უნდა თქვათ რომ იგივე ლატვიას, ბოსნიას ჩვენზე ჩვენზე უკეთესი შემსრულებლები ყავთ და აი ეს არის მიზეზი რომ გვჯობიან შე დალოცვილო არიფი ჰოლანდია რომ გაჯობებს მოხსნებში ესეც უცხოელების ბრალია?
levani
11:01 06-09-2012
0
დაცკნარდეტ იკნება.ცინ იკურეტ და კარგზე დაიპროგრამეტ ტავი და გუნდიც მოიგებს.
0

სიახლეები პოპულარული