დენის ბაირამოვიჩი: ქართველების საოცარმა ქომაგობამ გამაკვირვა

AutoSharing Option
საქართველო-ბოსნიის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სტუმართაგან ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი დენის ბაირამოვიჩი და ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ზაკ რაითი წარსდგნენ.

დენის ბაირამოვიჩი:
"საქართველოს ნაკრებმა სტუმრად და შინაც კარგად ითამაშა, მაგრამ დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო.

გულშემატკივართა საოცარმა ქომაგობამ გამაკვირვა.

მირზა ტელეტოვიჩმა შეუდარებლად ითამაშა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა".

ზაკ რაითი:
"დღეს ორი ძლიერი ნაკრები დაუპირისპირდა ერთმანეთს. ბოსნიაში საქართველოს გაუმართლა, თბილისში - ჩვენს გუნდს.

ჯგუფში ადგილების გადასანაწილებლად ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ლატვიის თამაშებზე. ექვსიოდე დღეში ყველაფერი გაირკვევა".


ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი: ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, ჩვენი
ბედი ჩვენ ხელთაა

საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]
რა შანსი რჩება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს?
ვიქტორ სანიკიძე: ვწუხვარ, რომ გულშემატკივარს იმედები გავუცრუეთ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად კარგი გულსჰემატკივრობა იკო.მეტი რა სჰეგვიდზლია ბილეტების დზლივს მკიდველებს.? მოტივაცია მიეციტ გუნდს მეტი სპონსორებო...გაიგეტ და გაიხარეტ.-გაგვიხარეტ გულები.
0

სიახლეები პოპულარული