ამრიგად, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შესარჩევი ციკლის D ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდეს (მიუხედავად 11 სექტემბერს შინ ჰოლანდიასთან გასამართი მატჩის შედეგისა) და ევრობასკეტის ძირითად ბადეში მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში თამაში არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი მეოთხედი 7:13 დათმო. სამაგიეროდ ქართველი კალათბურთელები ბრწყინვალედ მეორე მეოთხედში გაისარჯნენ - პერიოდი 13-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და დიდ შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 31:24.
შესვენების
ბოლო მეოთხედის დასაწყისში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა ლატვიელთა მონდომების მიუხედავად, ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრები ანგარიშში 3-5-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას მაინც ახერხებდა.
შეხვედრის ბედი მაინც ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც 73:70-ზე მასპინძლებს ანგარიშის გასათანაბრებლად 10 წამი რჩებოდათ, მაგრამ სამქულიანის ჩაგდება და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა აინარს ბაგაცკისის შეგირდებმა ვერ მოახერხეს.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი, ორივე გუნდის შემადგენლობაში, მანუჩარ მარკოიშვილი იყო - 17 ქულით. 15-15 ქულას მოუყარეს თავი ზაზა ფაჩულიამ და ჯეიკობ პულენმა. ერთით ნაკლები კი გიორგი ცინცაძემ ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სულაც პირველი ადგილის დაკავების შანსიც ჰქონდა - ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბოსნია შინ ჯგუფის ბოლოადგილოსან რუმინეთთან დამარცხდებოდა, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო და მართლაც, ბოსნიელებმა მეტოქე უშანსოდ - 93:58 დაამარცხეს და D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები, ყველა შემთხვევაში, გაისად ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, სლოვენიაში, ევროპის კიდევ 23 საუკუთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს.
"სპორტალ.გე" ულოცავს საქართველოს ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
If they defeat Latvia and then go on to also beat the Netherlands on the last day, they will top the group with a 6-2 record - ევრობასკეტის ვებსაიტი წერს ამას. ვითომ ჟურნალისტები ხართ და ვერ გაგიგიათ პირველზე რა შემთხვევაში გავდივართ.