საქართველო VS ჰოლანდია - გავავსოთ დარბაზი, გადავუხადოთ მადლობა კალათბურთელებს

AutoSharing Option
- მივულოცავ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლას. ეს მეტად მნიშვნელოვანი ამბავია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ქართული კალათბურთისთვის.

ნაკრების თითოეულ მოთამაშეს თვენახევრის განმავლობაში თავი არ დაუზოგავს და სასიამოვნოა, რომ შრომა დაგვიფასდა,
- განაცხადა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 10 სექტემბერს გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ.

იგი წვრთნას თვალს გვერდიდან ადევნებდა, მოედანზე მხოლოდ ბოლოს შევიდა...

- ყველას კარგად მოეხსენება ჩემი კუნთის ამბავი. ლატვიასა და ბოსნიასთან, ფაქტობრივად, ცალი ფეხით ვითამაშე. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ.

ეს შეხვედრა, სატურნირო თვალსაზრისით, არაფერს წყვეტს,
მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს - ჰოლანდიასთან პირველ წრეში წაგების გამო რევანში უნდა ავიღოთ. ალმერეში ჩატარებული თამაში დღესაც მწარედ გვახსოვს. იმედი მაქვს, ბიჭები შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას,
- დასძინა ფაჩულიამ.

* * *

ასე და ამგვარად, ჩვენი ნაკრები 11 სექტემბერს ნიდერლანდელებს ზაზას გარეშე დაუპირისპირდება, რაც შესარჩევში მეორე შემთხვევა იქნება. შეგახსენებთ, რომ "ატლანტას" ცენტრმა კუნთის დაჭიმულობის გამო პირველი შეხვედრაც გამოტოვა (რუმინეთთან).

საქართველოს ნაკრების ყველა დანარჩენი კალათბურთელი მწყობრშია და სეზონის ეფექტურად დასასრულებლად სერიოზულად ემზადება.

იმედიანადაა ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც მხრის ტრავმის გამო ჰოლანდიასთან პირველ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო:

- სასიხარულოა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ და გაისად სლოვენიაში ვითამაშებთ. თუმცა ამით შესარჩევი ეტაპი არ დასრულებულა. ყველას კარგად გვახსოვს ჰოლანდიური მარცხი და ჩვენი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი გვეძლევა.

ეს შესარჩევის ბოლო თამაშია და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ 2012 წელი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ.

მჯერა, ამ საქმეში ჩვენი ქომაგიც სათანადოდ დაგვეხმარება.


* * *

ლატვიასთან შეხვედრა გაიხსენა ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ:
- ლატვიასთან დაძაბული თამაში იყო. ამას ველოდით კიდეც, თუმცა მატჩი სტაბილურად ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასულები ვართ, მოტივაცია დიდი გვაქვს, რადგან კარგად გვახსოვს ჰოლანდიური მარცხი...


* * *

ჩვენს ჯგუფში ზედა სამივე ადგილი განაწილებულია. ბოსნიას პირველობას ვერავინ შეეცილება, საქართველოს ლატვია მეორე ადგილს ვერ წაართმევს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩნენ ჰოლანდია და რუმინეთი.

ლატვიელებს ევრობასკეტზე თამაშის უფლება ოფიციალურად ჯერ არ მოუპოვებიათ, თუმცა რუმინეთში გამარჯვების შემთხვევაში ისინიც მიაღწევენ მიზანს (საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ოთხ მესამეადგილოსანს შორის მოხვდებიან).

ბალტიისპირელებს ბურთების შეფარდების იმდენად კარგი ბალანსი აქვთ, რომ რუმინეთში წაგების შემთხვევაშიც დიდია მათი ევრობასკეტზე გასვლის ალბათობა.

ევრობასკეტი 2013. საქართველო-ჰოლანდია, 17:30.

გუნდი წ  
1. ბოსნია 8 6 2 736/672 14
2. საქართველო
7 5 2 610/577 12
3. ლატვია 7 4 3 570/507 11
4. ჰოლანდია 7 2 5 578/629 9
5. რუმინეთი 7 1 6 492/601 8

ბოლო ტური
17:30 საქართველო-ჰოლანდია
19:00 რუმინეთი-ლატვია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლატვია-საქართველო 70:73 - ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე

საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]
რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

მკითხველის კომენტარები / 5 /
არანაირი აზრი არა აქვს მეოთხე კალათაში მოხვედრას, რადგან იმის თქმა რომ მეოთხე კალათაში უფრო ძლიერი გუნდები იქნებიან ვიდრე მეხუთეში სისულელეა, მეხუთე კალათაში სავარაუდოთ მოხვდებიან სერბეთი და და თურქეთი, თავად განსაჯეთ რომელი უფრო ძლიერი კალათა იქნება, ასე რომ ბიჭებმა მხოლოდ სიამოვნებისთვის უნდა ითამაშონ
guga
15:11 11-09-2012
0
დარბაზის გავსება რომ გინდოდეთ სამუშაო დგეს 17 საათზე არ დანიშნავდით თამაშს....


ბიჭებს კი, მართლა, მადლობა თავდადებისთვის :*
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული