შეხვედრის პირველი პერიოდი იგორ კოკოშკოვის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 25:21 დასრულდა. მეორე პერიოდიც მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 54:43.
წინა ორი პერიოდის მსგავსად, მესამეც ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 18:16. მართალია, მეოთხე პერიოდში ჰოლანდიელებმა იყოჩაღეს (25:30), მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ეს არ ეყოთ.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდს ჰოლანდიაში შეხვედრა წაგებული
შეხვედრაში ყველაზე მეტი - 23 ქულა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, ჯეიკობ პულენის ანგარიშზეა. 22-22 ქულა მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ მიითვალეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის D ჯგუფი, სადაც ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ლატვიასთან, რუმინეთსა და ჰოლანდიასთან ერთად ასპარეზობდა, მეორე ადგილზე დაასრულა (ბოსნიას მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩა) და გაისად შემოდგომაზე სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე კონტინენტის 24 რჩეულ გუნდში იასპარეზებს.