საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდიასთან რევანში აიღო

AutoSharing Option
11 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო მატჩში ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 97:89 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი პერიოდი იგორ კოკოშკოვის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 25:21 დასრულდა. მეორე პერიოდიც მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 54:43.

წინა ორი პერიოდის მსგავსად, მესამეც ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 18:16. მართალია, მეოთხე პერიოდში ჰოლანდიელებმა იყოჩაღეს (25:30), მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ეს არ ეყოთ.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდს ჰოლანდიაში შეხვედრა წაგებული
ჰქონდა და ამ გამარჯვებით ქართველმა კალათბურთელებმა რევანშის აღება შეძლეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი - 23 ქულა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, ჯეიკობ პულენის ანგარიშზეა. 22-22 ქულა მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ მიითვალეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის D ჯგუფი, სადაც ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ლატვიასთან, რუმინეთსა და ჰოლანდიასთან ერთად ასპარეზობდა, მეორე ადგილზე დაასრულა (ბოსნიას მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩა) და გაისად შემოდგომაზე სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე კონტინენტის 24 რჩეულ გუნდში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენ მაინც გაგვახარეთ!
fa-ko
21:32 11-09-2012
0
თქვენ მაინც გაგვახარეთ
fa-ko
21:30 11-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული