საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში გასამართი ევროპირველობის საგზური შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა, თუმცა ფინალური ეტაპის საგზურებისთვის ბრძოლა სხვა გუნდებისთვის ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ევრობასკეტი 2013-ის ბოლო, 24-ე საგზური სერბეთმა მოიპოვა.
ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ფინალურ ეტაპზე მაინც მოხვდა.
სერბებს ისრაელის 19 ქულით დამარცხება ესაჭიროებოდათ,
როცა ყველა ჯგუფში მატჩები დასრულდა, 6 მესამეადგილოსნის შედეგები დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მესამე ადგილიდან ფინალური ეტაპის საგზურები ლატვიამ, ბელგიამ, ჩეხეთმა და სერბეთმა მოიპოვეს.
B და C ჯგუფებში მესამეზე გასული ბულგარეთი და ავსტრია ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა 18 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგადაც იმ ხუთი გუნდის ვინაობას შევიტყობთ, რომლებსაც საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ფინალურ ეტაპზე გასული 24 გუნდი 4 ჯგუფში იქნება გადანაწილებული. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა. შესაბამისად, შეგროვდება 12 გუნდი, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან.
მეორე ეტაპიდან 8 საუკეთესო (4-4 თითოეული ჯგუფიდან) მეოთხედფინალში გავა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ.
gbf.ge