ყველას აინტერესებს, საქართველოს ნაკრების პოტენციური მოწინააღმდეგეების ვინაობა. ევრობასკეტის წილისყრა 18 ნოემბერს გაიმართება. მანამდე ფიბა-ევროპა 24 მონაწილეს კალათებში დაახარისხებს.
ვინ რომელ კალათში მოხვდება? - ესეც ძალიან საინტერესოა. დღეს დაბეჯითებით ვერ გიპასუხებთ, თუმცა დაახლოებითი ვარიანტის შედგენა შეგვიძლია.
მაგალითად, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრის წინ გუნდები ორი კრიტერიუმით დაანაწილეს:
2009 წლის ევრობასკეტზე და 2010 წლის შესარჩევზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით (ბოლო ორი წლის განმავლობაში ფიბა-ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირების მიხედვით). თუ წლეულსაც იგივე პრინციპი
I კალათი: |
ესპანეთი | საფრანგეთი | რუსეთი | მაკედონია |
II კალათი: |
ლიტვა | საბერძნეთი | სლოვენია | ბრიტანეთი |
III კალათი: |
ჩერნოგორია | იტალია | გერმანია | ხორვატია |
IV კალათი: |
ფინეთი | პოლონეთი | უკრაინა | ბოსნია |
V კალათი: |
საქართველო | ბელგია | ლატვია | თურქეთი |
VI კალათი: |
ჩეხეთი | სერბეთი | ისრაელი | შვედეთი |
პირველ ორ კალათში მოხვედრილი გუნდები ევროპის 2011 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით წლეულს ოლიმპიურ ბატალიებში იყვნენ ჩართულნი (ბრიტანეთი მასპინძლის სტატუსით).
ამიტომ შესარჩევ ეტაპზე არ უთამაშიათ. შესარჩევის მონაწილეები კი წლევანდელი შედეგების მიხედვით გადავანაწილეთ მესამე-მეექვსე კალათებში.
საინტერესოა, რომ 2011 წლის განთესვისას უპირატესობა ენიჭებოდა გუნდების მოგება-წაგებათა შეფარდებას და არა ჯგუფში დაკავებულ ადგილს. მაგალითად, შესაძლოა ერთ მეორეადგილოსანს რომელიმე პირველადგილოსანზე მეტი მოგება ჰქონოდა და განთესვისას ზედა კალათში მოხვედრილიყო. ეს პრინციპი ჩვენც გავითვალისწინეთ.
არ არის გამორიცხული, ამჯერად სიტუაცია შეიცვალოს და ევროპის ჩემპიონატზე კალათები მხოლოდ 2012 წლის თამაშების მიხედვით შეივსოს.
მაშინ ზედა ორ კალათში გუნდების განლაგება წლეულს გამართული ოლიმპიადის მიხედვით შეიცვლება:
I კალათი: | ესპანეთი | რუსეთი | საფრანგეთი | ლიტვა |
II კალათი: | ბრიტანეთი | მაკედონია | საბერძნეთი | სლოვენია |
III კალათი: |
ჩერნოგორია | იტალია | გერმანია | ხორვატია |
IV კალათი: | ფინეთი | პოლონეთი | უკრაინა | ბოსნია |
V კალათი: | საქართველო | ბელგია | ლატვია | თურქეთი |
VI კალათი: | ჩეხეთი | სერბეთი | ისრაელი | შვედეთი |
2011 წელს მასპინძელი ლიტვა პირველ კალათში არ მოუთავსებიათ. ამიტომ არც წლეულს უნდა ველოდეთ სლოვენიის ელიტურ ოთხ გუნდში გამოჩენას.
* * *
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში მომავალი წლის 4 სექტემბერს დაიწყება. მონაწილე 24 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყოფა.
სამ-სამი გავა მეორე ეტაპზე, სადაც 12 ნაკრები ორ ქვეჯგუფად განაწილდება. მეოთხედფინალის საგზურს ოთხ-ოთხი საუკეთესო მიიღებს. შემდეგ იქნება ნახევარფინალები და ფინალი. მოკლედ, სწორედ ისეთი სისტემაა, როგორიც 2011 წელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"