გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტებმა ლიპარტელიანს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაჯამებინეს.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ის კმაყოფილია გუნდის თამაშით (იხილეთ ვიდეო).
"მთლიანობაში, გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი მიზანი იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ეს მოვახერხეთ და არ აქვს მნიშვნელობა, პირველ ადგილზე გავიდოდით თუ მეორეზე.
ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ 2013 წელს ჩვენი ნაკრები გამოვიდეს ნორმალურად", - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის
"ინტერპრესნიუსი"