მას მერე 5-ზე მეტ შედეგიან გადაცემას 2012 წელს მიაღწია - შესარჩევ ეტაპზე საშუალოდ 5.1 პასს აგროვებდა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო კარიერაში ერთი ციკლის მიხედვით, ცინცაძე პირველად სწორედ წლეულს ასცდა 10-ქულიან ნიშნულს - საშუალოდ 11 ქულა.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო სწორედ ცინცაძეს ჰქონდა - 32.9 წუთი, თამამად
ახლა საკლუბო სეზონის ჯერია. გიორგი ცინცაძემ აგვისტოში კონტრაქტი გააფორმა უკრაინულ "ბუდიველნიკთან", რომელიც ევროთასზე იასპარეზებს.
გიორგი ახალ კლუბს მალე შეუერთდება, მანამდე კი მის ინტერვიუს გავეცნოთ.
- ამჟამად "ბუდიველნიკი" შეკრებაზეა და უკრაინაში 24 სექტემბრისთვის დაბრუნდება. მეც სწორედ მაშინ შევუერთდები და ახალი სეზონისთვის მზადებას შევუდგები.
- შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ "ბუდიველნიკის" მთავარ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს თუ ესაუბრე?
- მას რიგაში, ლატვია-საქართველოს მატჩის შემდეგ შევხვდი. დადებითად ვისაუბრეთ.
- თამაშის შესახებ რა გითხრა? ლატვიაში გამარჯვება ხომ ჩვენი გუნდისთვის შესარჩევი ეტაპის უმთავრესი მოვლენა იყო - ევრობასკეტის საგზური მოვიპოვეთ.
- აინარს ბაგაცკისთან უშუალოდ სანაკრებო თამაშზე ცოტა ვილაპარაკე. ლატვიაში მართლაც მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ. როგორც აღმოჩნდა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატზე რომელი ადგილით გავიდოდით. სავარაუდოდ, ეს წილისყრაზე არ აისახება.
- წლევანდელ შესარჩევზე თითქმის ყველა შეხვედრა დაძაბული გამოდგა...
- რვიდან ორ მატჩში დავმარცხდით. ორივე შემთხვევაში გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ ოთხ შეხვედრაზეც - მხოლოდ რუმინელებთან არ მისულა საქმე ბოლო წუთებამდე. სხვა მეტოქეებთან კი საინტერესო და დრამატული ბრძოლები გადავიტანეთ. თითოეულში შეიძლებოდა, როგორც მოგვეგო, ასევე წაგვეგო. თუმცა საბოლოოდ ჩვენს სასარგებლოდ 5 მატჩი დავასრულეთ.
- ამის ერთ-ერთი მიზეზი გამოცდილება უნდა იყოს...
- ბიჭები მშვენივრად გაისარჯნენ. ასე ვერ ითამაშებ, თუ სათანადო ფორმაში არ ხარ. გადამწყვეტ მომენტში მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. ზაზა ფაჩულია, ჯეიკობ პულენი, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი კლასით მეტოქეებზე მაღლა იდგნენ. ეს გარკვეულ მომენტებში კარგად იგრძნობოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაშის ბედი წყდებოდა.
- არაფერი გითქვამს გიორგი ცინცაძეზე...
- იქიდან გამომდინარე, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწია, საკუთარ გარჯასაც დადებითად შევაფასებდი. სტაბილურად ვთამაშობდი. საბოლოო სტატისტიკის მიხედვით, პასებიც საკმარისად მქონდა და ქულებიც. გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო მერგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგ ფორმაში ვიყავი და მწვრთნელი ბოლომდე მენდობოდა. შესარჩევი ეტაპისთვის მოწადინებით ვემზადებოდი, ბევრს ვმუშაობდი, რამაც შედეგი გამოიღო.
- ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ ექვსთვიანი უქმობა მოგიწია და მარტში "ოლიმპში" ითამაშე. კონდიციების აღდგენაში კლუბიც დაგეხმარებოდა...
- რა თქმა უნდა. "ოლიმპში" სათამაშო პრაქტიკა შევიძინე. ამ კლუბის მწვრთნელ-ხელმძღვანელთა მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო დავით თორთლაძის ღვაწლი, რომელიც ინდივიდუალურად მამზადებდა. სწორედ მასთან გავიარე ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია და თორთლაძემ ჩამაყენა ფორმაში.
- საქართველოს ნაკრების მიერ შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული შეხვედრებიდან ყველაზე უკეთ რომელი დაგამახსოვრდა?
- "უკეთ" დამამახსოვრდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე მეტად, ოღონდ ცუდი კუთხით, ბოსნიასთან თბილისური მატჩი მახსოვს. ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ ბოლო წუთებზე ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა.
- ბოსნიასთან სტუმრად გამართული შეხვედრაც დრამატული გამოდგა...
- საინტერესო თამაში იყო. ღირებული გამარჯვება მოვიპოვეთ. საბედნიეროდ, ბოლო წუთებზე ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა. ეს უკვე კარგი გასახსენებელია.
- საქართველოს ნაკრები მეორედ ითამაშებს ევრობასკეტზე. რას ნიშნავს ეს თითოეული კალათბურთელისთვის?
- ასეთ ტურნირზე მოხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა. ევრობასკეტზე თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. მზადების პირველი ეტაპი კლუბებში წარმატებული თამაში უნდა იყოს.
დოსიე
გიორგი ცინცაძე
დაიბადა: 07.02.1986
სიმაღლე: 192 სმ
ამპლუა: გამთამაშებელი
საკლუბო კარიერა
2001-02 "აკადემია" (თბილისი)
2003 "ბასკო" (ბათუმი)
2003-04 ცსკა (რუსეთი)
2004 რუსეთის "სამარა" (რუსეთი)
2005 რუსეთის "ურალ გრეიტი" (რუსეთი)
2005-06 რუსეთის "დინამო" (რუსეთი)
2006-09 "ტარტუ როკი" (ესტონეთი)
2009 "ტრიკალა" (საბერძნეთი)
2009-10 "დონეცკი" (უკრაინა)
2010 "აგრარული" (თბილისი)
2010 "სოპოტი" (პოლონეთი)
2010-11 "ტარტუ როკი" (ესტონეთი)
2012 "ოლიმპი" (თბილისი)
2012-დან "ბუდიველნიკი" (უკრაინა)
მიღწევები
2004 - ახალგაზრდული ევროლიგის ჩემპიონი
2004 - რუსეთის ჩემპიონი.
2006 - ულების თასის მფლობელი
2007, 08 - ესტონეთის ჩემპიონი
2008 - ბალტიის ლიგის "ვარსკვლავთა მატჩის" მონაწილე
2009 - ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი
2010 - საქართველოს თასის მფლობელი
2011 - ესტონეთის თასის მფლობელი
2011 - ბალტიის თასის გამარჯვებული
საქართველოს ნაკრებში
46 მატჩი, 325 ქულა (საშუალოდ 7.1), 156 პასი (3.4), 129 მოხსნა (2.8) და 58 ჩაჭრა (1.3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ციკლში
საქართველო-ჰოლანდია 97:89 - მადლობა გულშემატკივარს, მადლობა კალათბურთელებს! [VIDEO]
ლატვია-საქართველო 70:73 - ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე
საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]
რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
ასევე იხილეთ:
ბესიკ ლიპარტელიანი: ახალი მწვრთნელის ჩამოყვანა რისკთანაა დაკავშირებული
მანუჩარ მარკოიშვილი: შეტევამ შესაძლოა ერთი მატჩი მოიგოს, მაგრამ ჩემპიონატს დაცვა იგებს