ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის გუნდის პირველი გამარჯვება ესპანეთის პრიმერადივიზიონში. "კახასოლმა" სევილიაში "გრან კანარიას" უმასპინძლა და უხეიროდ ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეტოქე 11 ქულის სხვაობით, ანგარიშით 74:63 დაამარცხა.

მეოთხე მატჩია, ბურჯანაძე სისტემატიურად გადის მოედანზე, თუმცა "გრან კანარიასთან" ყველაზე ცოტა ხანს ითამაშა.

სევილიელები თავდაპირველად აგებდნენ და გარდატეხის მოხდენა ბოლო მეოთხედში მოახერხეს. დასკვნითი ათწუთეული "კახასოლმა" 23:9 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია.

როგორც ჩანს, დაძაბულ თამაშში მწვრთნელმა არ გარისკა 18 წლის ბურჯანაძის მოედანზე ხანგრძლივად გაყვანა.

ქართველ ფორვარდს მოედანზე მხოლოდ 3 წუთს მოუწია ყოფნა, რის განმავლობაშიც 2
ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

"კახასოლს 3 წაგება და 1 გამარჯვება აქვს, რა სედეგითაც 18-გუნდიან პრიმერადივიზიონში მე-14 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 28 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად "ბლუსენსს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული