ეს რომ გამცნეთ, ისიც დავძინეთ, რომ ფიბა-ევროპას გადაწყვეტილი აქვს ევროპის ჩემპიონატის მსგავსი ფორმატით ჩატარება, თუმცა ოფიციალურად დამტკიცებული არ არის-თქო.
გუშინ ევროპის მთავარმა საკალათბურთო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაამტკიცა ევრობასკეტის ის სისტემა, რომელზეც ზემოთ ვთქვით. გათამაშების ფორმატთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს დავუკავშირდით. მან გაგვახსენა, რომ იყო ლაპარაკი
- ჩვენთვის მეორე ვარიანტი სჯობდა, ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი გვექნებოდა, მაგრამ ფიბა-ევროპამ ის სისტემა დაამტკიცა, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე ჯგუფებიდან 3-3 გუნდი გადის. გასაგებია, ეს რატომაც გააკეთა: ვიდრე ევრობასკეტის მონაწილეთა 24 გუნდამდე გაზრდა გადაწყდებოდა, ცნობილი იყო, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბრძოლა 12 გუნდს უნდა გაეგრძელებინა. ეს პრინციპი ფიბა-ევროპამ არ შეცვალა, რადგან ჯგუფური ეტაპიდან 16 გუნდის გასვლა ხარჯებს გაზრდიდა როგორც მასპინძელი ქვეყნის, ასევე ფიბა-ევროპისთვის. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მმართველმა ორგანიზაციამ ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია, - გვითხრა გენერალურმა მდივანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"