ევრობასკეტის სისტემა ოფიციალურად დამტკიცდა

AutoSharing Option
სექტემბრის ბოლოს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის სისტემაზე გესაუბრეთ: ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, თითო ქვეჯგუფიდან მეორე ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა. შემდეგ შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მეოთხედფინალის საგზურს ოთხ-ოთხი მოიპოვებს...

ეს რომ გამცნეთ, ისიც დავძინეთ, რომ ფიბა-ევროპას გადაწყვეტილი აქვს ევროპის ჩემპიონატის მსგავსი ფორმატით ჩატარება, თუმცა ოფიციალურად დამტკიცებული არ არის-თქო.

გუშინ ევროპის მთავარმა საკალათბურთო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაამტკიცა ევრობასკეტის ის სისტემა, რომელზეც ზემოთ ვთქვით. გათამაშების ფორმატთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს დავუკავშირდით. მან გაგვახსენა, რომ იყო ლაპარაკი
გათამაშების სისტემის მეორე ვარიანტზეც, რომლის მიხედვით ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო უნდა გასულიყო.

- ჩვენთვის მეორე ვარიანტი სჯობდა, ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი გვექნებოდა, მაგრამ ფიბა-ევროპამ ის სისტემა დაამტკიცა, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე ჯგუფებიდან 3-3 გუნდი გადის. გასაგებია, ეს რატომაც გააკეთა: ვიდრე ევრობასკეტის მონაწილეთა 24 გუნდამდე გაზრდა გადაწყდებოდა, ცნობილი იყო, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბრძოლა 12 გუნდს უნდა გაეგრძელებინა. ეს პრინციპი ფიბა-ევროპამ არ შეცვალა, რადგან ჯგუფური ეტაპიდან 16 გუნდის გასვლა ხარჯებს გაზრდიდა როგორც მასპინძელი ქვეყნის, ასევე ფიბა-ევროპისთვის. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მმართველმა ორგანიზაციამ ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია, - გვითხრა გენერალურმა მდივანმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული