სიტყვას ვასრულებთ და მეტოქეთა შესახებ წერას პოლონეთით ვიწყებთ, ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ხომ სწორედ "არწივებს" დავუპირისპირდებით. მატჩი 4 სექტემბერს გაიმართება.
რამდენიც უნდა ვიმსჯელოთ პოლონეთზე, ფაქტს ვერსად გავექცევით - ნებისმიერი მკითხველი მეტოქის პლუს-მინუსების გაცნობისას გონებაში საქართველოს ნაკრებს შეუპირისპირებს.
ეს ლოგიკურიცაა, ყველას გვაინტერესებს, რა შანსი გვაქვს ევრობასკეტის გახსნით შეხვედრაში. ისევე, როგორც ორი წლის წინათ, სადებიუტო მატჩმა შესაძლოა, ჯგუფიდან გამსვლელის ბედიც გადაწყვიტოს.
2012 წელი. საქართველო პოლონეთი
შედეგი 6 მოგ, 2 წაგ 6 მოგ, 2 წაგ
ქულა (ჩაგდებული) 88,4 88
ქულა (მიღებული) 83,3 71
ორქულიანი (ჩაგდებული) 195/366 (53.3%) 186/324 (57.4%)
სამქულიანი (ჩაგდებული) 58/158 (36.7%) 68/175 (38.9%)
საჯარიმო (ჩაგდებული) 143/203 (70.4%) 128/157 (81.5%)
ორქულიანი (მიღებული) 19,6 20,9
სამქულიანი (მიღებული) 10,8 6,4
მოხსნა 38,8 35,5
პასი 16,8 17,6
ჩაჭრა 10,1 7,1
დაფარება 3,1 3,6
შეცდომა 13,4 12
ისტორია
24.05.1995
საქართველო-პოლონეთი 68:91
02.08.2010
საქართველო-პოლონეთი 84:65
17.08.2010
პოლონეთი-საქართველო 67-58
უკანა ხაზი
პოლონეთის ნაკრების მთავარი პლუსი ცენტრი მარცინ გორტატია. საქართველოსაც დიდი უპირატესობა აქვს ფარქვეშ, რაც ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მატჩის მოგება უკანახაზელთა მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
ცხრილშიც ნახავდით, რომ ქართველებს მეტოქის ტანდაბლებთან შედარებით უპირატესობა აქვთ. ეს მანუჩარ მარკოიშვილის, გიორგი ცინცაძისა და ჯეიკობ პულენის დამსახურებაა.
ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში ჯეიკობი. ერთი რამ კი ცხადია, თუ მას სხვა ჩაანაცვლებს, არანაკლები გამოცდილებისა იქნება.
სხვათა შორის, ქართველმა უკანახაზელებმა პოლონელებს 2010 წელსაც აჯობეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეტოქის რიგებში ნატურალიზებული ტომას კელატი ირჯებოდა.
2012 წელს შესარჩევ ეტაპზე პოლონელებმა ამერიკელის გარეშე იასპარეზეს, თუმცა არ არის გამორიცხული, ევრობასკეტისთვის ვინმე დაიხმარონ. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს მათ რიგებში გამოდიოდა მაქაბელი ამერიკელი დევიდ ლოგანი.
დასკვნა: წესითა და რიგით, უკანა ხაზში პოლონეთს უნდა ვაჯობოთ.
უკანა ხაზი
მოთამაშე ქ მ პ ჩ შ გუნდი ქვეყანა საერთაშორისო
მარკოიშვილი 18 4 3,1 2,9 1,9 კანტუ იტალია ევროლიგა
პულენი 16 2 2,9 1,4 1,1 ჰაპოელი ისრაელი ევროთასი
ცინცაძე 11 3,8 5,1 2,3 2 ბუდიველნიკი უკრაინა ევროთასი
ფაცაცია 1 1,8 0,7 0,5 0,5 ოლიმპი საქართველო
46 11,6 11,8 7,1 5,5
მოთამაშე ქ მ პ ჩ შ გუნდი ქვეყანა საერთაშორისო
ბერიშა 9,7 1 2,5 1,2 1,5 პეია კოსოვო
ზამოისკი 9,4 3,3 1,4 0,5 0,9 პროკომი პოლონეთი ევროლიგა
კოზარეკი 10,1 2,3 4,6 1,5 2 პროკომი პოლონეთი ევროლიგა
სკიბნიევსკი 4,4 0,5 2,5 0,4 1 კოშლინი პოლონეთი
33,6 7,1 11 3,6 5,4
ფორვარდები
თბილისური მატჩისას, როცა მარცინ გორტატი მოედანზე იყო, მძიმე ფორვარდად მაცეი ლამპე თამაშობდა. იგი ევროლიგის დონის კალათბურთელია. შარშან ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა არის შანსი, გუნდში დაბრუნდეს.
ასევე მოსალოდნელია შიმონ შევჩიკის დაბრუნება. ისიც მძიმე ფორვარდია (ცენტრადაც თამაშობს).
მათთან ვიქტორ სანიკიძისა და თორნიკე შენგელიას დაპირისპირების შემთხვევაში უპირატესობა პოლონელების მხარეს ნამდვილად არ უნდა იყოს. დიდი ალბათობით, ჩვენს გუნდს ნიკა ცქიტიშვილიც გააძლიერებს.
დასკვნა: თუ ორივე გუნდმა ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა, კლასში დიდი სხვაობა ვერც ერთს ექნება. ხოლო, თუ 2012 წლის შემადგენლობები დარჩა, უპირატესობა ქართველთა მხარეს უნდა იყოს.
ფორვარდები
მოთამაშე ქ მ პ ჩ შ გუნდი ქვეყანა საერთაშორისო
სანიკიძე 13,6 9,1 2 1,1 1,9 მონტეპასკი იტალია ევროლიგა
შენგელია 13,7 7,6 1,6 1,7 2,7 ბრუკლინი აშშ NBA
მეტრეველი 2,5 2,5 0 0 0,5 ომენა იტალია
29,8 19,2 3,6 2,8 5,1
მოთამაშე ქ მ პ ჩ შ გუნდი ქვეყანა საერთაშორისო
ვაჩინსკი 4,5 2 1,3 0,8 0,6 სოპოტი პოლონეთი ევროთასი
ინგერსკი 14 5,1 0,9 0,6 1,3 სასარი იტალია ევროთასი
პონიტკა 5 2,3 0,6 0,8 0,6 პროკომი პოლონეთი ევროლიგა
23,5 9,4 2,8 2,2 2,5
წინა ხაზი
მხოლოდ NBA-ში ნაჩვენები შედეგების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, უპირატესობა მარცინ გორტატის მხარესაა, მაგრამ ზაზა ფაჩულიას არაერთხელ უთქვამს: NBA-ს ცენტრების წინააღმდეგ თამაში ჩემთვის სასიამოვნოა და დამატებითი მოტივაციააო.
2010 წელს, თბილისში გორტატთან ურთიერთშეხვედრისას, 26 ქულა ჩააგდო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პოლონეთში გაბრუნებულმა მარცინმა თქვა: ფაჩულიამ გამანადგურაო.
ერთი მატჩის მიხედვით დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. არავინ იცის, რომელი ცენტრი როგორ შეხვდება 4 სექტემბერს.
დასკვნა: ფაჩულია-გორტატის დუელში წინასწარ ძნელია ფავორიტის გამოყოფა, თუმცა თუ საქმე სათადარიგოებზე მიდგა, ნომინალურ ცენტრებში უპირატესობა ჩვენს მხარესაა - საქართველოს ნაკრებში ევროლიგის ჩემპიონის, "ოლიმპიაკოსის" ცენტრი გიორგი შერმადინია.
წინა ხაზი
მოთამაშე ქ მ პ ჩ შ გუნდი ქვეყანა საერთაშორისო
გორტატი 21,1 11,6 1,6 0,4 0,9 ფინიქსი აშშ NBA
ვოიციეხოვსკი 3,4 2,9 0,3 0,3 1,3 ოლიმპიაკოსი საბერძნეთი ევროლიგა
24,5 14,5 1,9 0,7 2,2 ტორინო იტალია
მოთამაშე ქ მ პ ჩ შ გუნდი ქვეყანა საერთაშორისო
ფაჩულია 18,6 7,6 1 0,8 3,8 ატლანტა აშშ NBA
შერმადინი 5,1 4,6 1 0,3 0,6 ოლიმპიაკოსი საბერძნეთი ევროლიგა
23,7 12,2 2 1,1 4,4
მწვრთნელები
პოლონელებს ალეს პიპანი წვრთნის. ეს სლოვენიელი სპეციალისტი 2004-07 წლებში მშობლიურ ნაკრებსაც ხელმძღვანელობდა და გამოცდილება უხვად აქვს.
მასთან კლუბებში სხვადასხვა დროს ქართველ კალათბურთელებსაც უმუშავიათ... შეიძლება ითქვას, რომ სამწვრთნელო საკითხში პოლონეთს ვერ აღვემატებით.
თუმცა არც ჩამოვრჩებით, რადგან ჩვენმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმაც კარგად იცის პოლონელთა დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაკუთრებით, მეტოქის ლიდერი გორტატისა, რომელიც კოკოშკოვთან ერთად "ფინიქსში" ირიცხება.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სერბ მწვრთნელს უკვე მოფიქრებული ექნება გორტატის შეჩერების ხერხი. დანარჩენს 4 სექტემბერს ვნახავთ.
ალეს პიპანი საქართველოს შესახებ:
- სლოვენია და ესპანეთი შეჯიბრების ფავორიტები არიან. ისინი ჯგუფიდან გავლენ. დარჩენილი ერთი საგზურისთვის კი დიდი ბრძოლა გვექნება ხორვატებთან, ქართველებთან და ჩეხებთან. ბევრს გადაწყვეტს შეჯიბრების პირველი მატჩი.
იგორ კოკოშკოვი პოლონელებზე:
- პოლონეთს 2010 წელს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზეც ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ. მათ 2012-შიც დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ და სლოვენიაში ჯგუფიდან გასვლის ამბიციით ჩამოვლენ. საინტერესო პაექრობა გველის.
P.S. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ალეს პიპანი გერმანიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა დირკ ბაუერმანმა შეცვალოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები - მეორედ ტონი პარკერის წინააღმდეგ
ევრობასკეტი: მეტოქის თვალით - ხორვატებმა საქართველო პოლონეთის შემდეგ გაამწესეს