იგორ კოკოშკოვი "ფინიქსში" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"ფინიქს სანსის" მთავარი მწვრთნელი, რომლის ასისტენტიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ელვინ ჯენტრისთან, რომლის ხელმძღვანელობითაც ფინიქსელებმა მიმდინარე სეზონში 41 მატჩიდან 28 წააგეს, კლუბმა კონტრაქტი გაწყვიტა.

ეს ამბავი საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა, სადაც ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა არ დასახელებულა. "ფინიქსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს 2 დღეში გახდება ცნობილი.

58 წლის ჯენტრისთვის ეს იყო 3-წლიანი კონტრაქტის ბოლო სეზონი და შესაბამისად, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო კლუბი მწვრთნელს კუთვნილ 1,2 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ელვინ ჯენტრი "ფინიქსში" 2004 წელს მაიკ
დანტონის ასისტენტად მივიდა. 2008 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ტერი პორტერი დაინიშნა, რომელსაც ცუდი შედეგებისთვის პოსტი პირველსავე სეზონში დაატოვებინეს.

ჯენტრი დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა და "ფინიქსს" რეგულარული სეზონის დარჩენილ 35 მატჩში 28 გამარჯვება მოაპოვებინა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ მას გუნდი 3 წლით ჩააბარა. ფინიქსურ კარიერაში ჯენტრიმ 158 მატჩი მოიგო და 144-ში დამარცხდა.

თუ ვინ გახდება "ფინიქსის" ახალი მწვრთნელი, შესაბამისად ვისი ასისტენტი იქნება იგორ კოკოშკოვი, 2 დღეში გახდება ცნობილი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული