eurobasket 2013.org: საქართველოს 2011 წლის შედეგის გამეორება შეუძლია

AutoSharing Option
ევრობასკეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა საინტერესო სტატია, რომელშიც C ჯგუფის ექვსი მწვრთნელი მოკლედაა დახასიათებული.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთი, ხორვატია, პოლონეთი, სლოვენია და ჩეხეთი ითამაშებენ. გავეცნოთ სტატიას და ვნახოთ, როგორ ახასიათებენ ჩვენი ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვს.

"C ჯგუფში მწვრთნელთა საინტერესო ექვსეული შეიკრიბა. მათი მისამართით დღესვე არსებობს უამრავი შეკითხვა, განსაკუთრებით, ესპანელთა ახალ მწვრთნელ ხუან ანტონიო ორენგასა და სლოვენიელ ბოჟიდარ მალიკოვიჩის მიმართ. მათ ხომ ყველა მედალს სთხოვს.

პოლონეთი
გერმანელი დირკ ბაუერმანი ევრობასკეტს ახალი გუნდით დაუბრუნდება. თუ აქამდე (ოთხი ევრობასკეტის განმავლობაში)
იგი გერმანიას წვრთნიდა, ამჯერად პოლონეთს გაუძღვება.

55 წლის სპეციალისტმა პოლონეთის საზღვარი გამარჯვების ფორმულის შესამუშავებლად გადაკვეთა.

"არწივებს" იმედი აქვთ, რომ წარმატებას ბაუერმანის გადასვლიდან პირველივე სეზონში მიაღწევენ, ისევე, როგორც გერმანიამ მისი გამოჩენის წელს. შეგახსენებთ, რომ 2005 წლის ევრობასკეტზე ალემანებმა ვერცხლის მედლები მოიგეს.

დირკ ბაუერმანი (გერმანია)
შეჯიბრება სეზონი გუნდი მოგ/წაგ
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2011 გერმანია 4/4
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2009 გერმანია 1/5
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2007 გერმანია 5/4
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2005 გერმანია 5/2
ევრობასკეტი (საკვალიფიკაციო ეტაპი) 2005 გერმანია 6/0

სლოვენია
ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ სლოვენიელი მწვრთნელი ბოჟიდარ მალიკოვიჩი იქნება, რომლის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია.

სლოვენიელთა სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მათ 2012 წელს ვერც ოლიმპიადაზე ითამაშეს და არც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში. მათ გასული ზაფხული გაუცდათ.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალიკოვიჩი გამოცდილი მწვრთნელია და შემადგენლობაც კარგი ჰყავს. რაც მთავარია - სლოვენია საკუთარ კედლებში ითამაშებს.

ბოჟიდარ მალიკოვიჩი (სლოვენია)
შეჯიბრება სეზონი გუნდი მოგ/წაგ
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2011 სლოვენია 6/5

ესპანეთი
ესპანელებს განვლილ ორ ევრობასკეტზე სერჟიო სკარიოლო გაუძღვა. ევრო-2013-ის წილისყრის შემდეგ მწვრთნელის პოსტზე იგი ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ხუან ანტონიო ორენგამ შეცვალა.

გუნდის მიზანი კვლავაც ოქროს მოგებაა, თუმცა წლეულს მხოლოდ მწვრთნელი როდი შეიცვალა - ესპანეთის ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის სლოვენიაში წასვლა ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ვნახოთ, რამდენად აისახება ცვლილებები ევროპის მოქმედი ჩემპიონების თამაშზე.

ხუან ანტონიო ორენგა (ესპანეთი)
შეჯიბრება სეზონი გუნდი მოგ/წაგ
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2011 ესპანეთი, თანაშემწე 10/1
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2009 ესპანეთი, თანაშემწე 7/2

ჩეხეთი
ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელმა პაველ ბუდინსკიმ გაიყვანა. საინტერესოა, რომ ეს სპეციალისტი გუნდში თანაშემწედ 2007 წელსაც მუშაობდა, როცა ჩეხეთმა ბოლოჯერ ითამაშა ევრობასკეტზე.

იგი ნაკრებში თავკაცად 2012-ში დაბრუნდა და როგორც ხედავთ, წარმატებულადაც - ჩეხეთი ევრობასკეტის საგზურს დაეუფლა.

ბუდინსკი პარალელურად ჩეხურ კლუბ "დეჩინში" მუშაობს.
პაველ ბუდინსკი (ჩეხეთი)
შეჯიბრება სეზონი გუნდი მოგ/წაგ
ევრობასკეტი (საკვალიფიკაციო ეტაპი) 2013 ჩეხეთი 5/3
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2007 ჩეხეთი, თანაშემწე 0/3

საქართველო
ქართველები ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის პირველობაზე. მათ ამჯერადაც სერბი იგორ კოკოშკოვი გაუძღვებათ.

"ფინიქს სანსში" ასისტენტად მომუშავე მწვრთნელის ხელში ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ - 2011 წელს, ევრობასკეტზე პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადალახეს და საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავეს.

თუ გავითვალისწინებთ ასევე წარმატებულ შესარჩევ ეტაპს (2012-ში), არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის შედეგი გაიმეოროს."

იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)
შეჯიბრება სეზონი გუნდი მოგ/წაგ
ევრობასკეტი (საკვალიფიკაციო ეტაპი) 2013 საქართველო 6/2
ევრობასკეტი (ფინალური ეტაპი) 2011 საქართველო 2/6
ევრობასკეტი (საკვალიფიკაციო ეტაპი) 2011 საქართველო 5/3
ევრობასკეტი (საკვალიფიკაციო ეტაპი) 2009 საქართველო 7/1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი. სლოვენია 2013. ჩვენი მეტოქე, პოლონეთი: ფაჩულია თუ გორტატი?
საქართველოს ნაკრები - მეორედ ტონი პარკერის წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული