ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა, თორნიკე შენგელია ვარჯიშობს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა, თორნიკე შენგელია კი ჯერ ბოლომდე მწყობრში არ ჩამდგარა.

"ატლანტა ჰოუქსის" ქართველ ცენტრს აქილევსის მყესი აწუხებდა, რის გამოც 4 მატჩი გამოტოვა და მოედანს 9 თებერვალს, გამთენიისას გამართულ მატჩში დაუბრუნდა.

ზაზას დარბუნება ვერ გამოდგა "ჰოუქსისთვის" ფეხბედნიერი. ატლანტელებმა შინ ლიგის ერთ-ერთ სუსტ გუნდთან, "ნიუ ორლეანთან" წააგეს - 100:111.

ფაჩულია სათადარიგიოთა შორის იყო და მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი
და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რითაც მისმა მონაგარმა 6 ქულა შეადგინა.

ფაჩულიამ 3 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარებაც მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ატლანტელებში საუკეთესო ჯოშ სმიტი იყო: 23 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა.

დამარცხდა თორნიკე შენგელიას "ბრუკლინიც", ქართველი ფორვარდი კი განაცხადში ისევ არ იყო.

შენგელია გამოჯანმრთელებულია და ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა მწვრთნელები მატჩებში მის გამოყენებას არ ჩქარობენ. ბრუკლინელებმა მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში "ვიზარდსთან" 74:89 წააგეს.

სატურნირო თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეექვსეა, "ბრუკლინი" კი კვლავ მეხუთე. მომდევნო მატჩები: შენგელიას გუნდი 10 თებერვალშს "სან ანტონიოს" უმასპინძლებს, ხოლო "ატლანტა" 11-ში დალასში "მავერიკსს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული