საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთები 15-დან 35 ევრომდე ეღირება

AutoSharing Option
ევრობასკეტი-2013-ის მატჩების ბილეთების გაყიდვა თებერვლის პირველი რიცხვებიდან დაიწყო.

ახლახან კი სლოვენიელებმა საინტერესო ცხრილი შემოგვთავაზეს, რომელზეც გასაგებადაა გადმოცემული ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის თითოეული ეტაპის ბილეთების ფასები.

ჯგუფში საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთები 15, 25 და 35 ევრო ეღირება (ტრიბუნის კატეგორიის მიხედვით).

შეჯიბრების ორგანიზატორებმა ასევე დაადგინეს ფასდაკლებებისთვის თარიღები.

მაგალითად, ფედერაციებსა და სპონსორებზე "სეილი" 14-დან 28 თებერვლამდე გასტანს, მეორე ეტაპის მატჩების ბილეთებზე 1-ლი აპრილიდან და ა.შ. საინტერესოა, რომ პირველი ეტაპის შეხვედრებზე ფასდაკლებების გამოცხადების თარიღი უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული