პრემიერთან შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. განიხილეს... თუმცა სჯობს, უშუალოდ შეხვედრის მონაწილე ბესიკ ლიპარტელიანს მოვუსმინოთ.
- ვისაუბრეთ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე. არვიდას საბონისმა პრემიერ-მინისტრს აუხსნა, რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ამა თუ იმ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის.
საქართველოს ნაკრებმა ევროპაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი, ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის
- როგორ შეხვდა პრემიერ-მინისტრი არვიდას საბონისს?
- აღნიშნა, რომ მისი თამაშები ნანახი აქვს და ძალიან გაუხარდა ლიტველი ლეგენდის ცოცხლად ხილვა. ისიც მოეხსენება, რომ საბონისი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ევროპელი კალათბურთელია.
მოკლედ, ბატონი ბიძინა კალათბურთში კარგადაა ჩახედული. მოგვისმინა და დახმარება აღგვითქვა.
- ლიტვა-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამის გარდა, კიდევ რა თემებზე იმსჯელეთ?
- წლების განმავლობაში ვმუშაობდით საკითხზე, რომელიც მუნიციპალიტეტების კალათბურთში ჩართვას გულისხმობდა, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.
არვიდას საბონისმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დეტალურად გააცნო ლიტვური მოდელი: ჩვენთან ბავშვთა უამრავი სკოლაა, რომლებსაც მინიმუმ 51 პროცენტით მუნიციპალიტეტები აფინანსებენ.
ასევე, ჩემპიონატის მონაწილე 57 გუნდს სახელმწიფო ინახავს, მხოლოდ თორმეტია კომერციულიო.
დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა ხორვატიაში, სადაც კალათბურთი უმაღლეს დონეზეა.
- კონკრეტული თარიღები თუ დაითქვა?
- სპორტის მინისტრთან ერთად შევქმნით ჯგუფს, რომელიც კალათბურთის განვითარების პროექტზე იმუშავებს, ყველა საკითხსა და ნაბიჯს გავთვლით და ასე წარვადგენთ. არვიდას საბონისი ზემოთ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოში ახლო მომავალში კიდევ ჩამოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"