საქართველოს ნაკრების მეტოქე გორტატი ნაკრებში ჩასლაზე ჭოჭმანობს

AutoSharing Option
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სადებიუტო მატჩი ელის პოლონეთთან, რომლის ლიდერი "ფინიქსის" ცენტრი მარცინ გორტატია.

ბოლო ინფორმაციით შესაძლოა, პოლონელები სლოვენიაში ევრობასკეტზე გორტატის გარეშე გაემგზავრონ.

კითხვებზე, რატომ? უკვე გადაწყვეტილია? პასუხს ქვემოთ მიიღებთ. აი, რას წერს "სპორტს.რუ":

"ფინიქსელთა მეფარე მარცინ გორტატმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა და მკურნალობისთვის 3 კვირა დასჭირდება. ამას მივუმატოთ სარეაბილიტაციო ერთი კვირა და დიდია ალბათობა, გორტატმა ამ სეზონში NBA-ში ვეღარც ითამაშოს.

- განვიხილავ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ნაკრებში სათამაშიდ არ ჩავიდე. ასეთ შემთხვევაში სეზონთშუა შესვენებისას თავიდან ავიცილებ დაახლოებით 20
შეხვედრას, - განაცხადა გორტატმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული