პირველად საქართველოს ნაკრებს მე-14 ადგილი მიანიჭეს. მას მერე კიდევ სამჯერ გამოქვეყნდა განახლებული რეიტინგი და ჩვენი გუნდი კვლავაც მეთოთხმეტეა.
უხეშად რომ ვიანგარიშოთ, სექტემბერში გასამართ ევრობასკეტზე მე-14 ადგილი იმას ნიშნავს, რომ გუნდი პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერს ვერ გადალახავს.
ცხადია, სლოვენიიდან რეალურად უკეთეს სურათს ველით, თუმცა ჯგუფის მეტოქეებიდან გამომდინარე, სერიოზული ბრძოლები გველის და სავარაუდოდ, გასვლა-ვერგასვლის ზღვარზე უნდა ვიყოთ.
აი, კიდევ რა წერია საქართველოს ნაკრების შესახებ ფიბა-ევროპის საიტზე: "იტალიიდან თურქეთში გადავიდა ქართველთა ერთ-ერთი
"გალა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულების შემდეგ მარკოიშვილი ნაკრებს, დიდი ალბათობით, მედლით შეუერთდება."
აქვე იმას გეტყვით, რომ საქართველოს მსგავსად, ფეხმოუცვლელადაა ესპანეთის ნაკრები, რომელიც რეიტინგში პირველია.
ყველაზე დიდი რეგრესი რუსეთმა განიცადა. თავიდან იგი მესამე პოზიციით იწონებდა თავს, ბოლო რეიტინგში კი მეშვიდეა.
ამის მიზეზად დასახელებულია მწვრთნელის, დევიდ ბლატის უარი ახალ კონტრაქტზე; ასევე, კირილენკოსა და კაუნის განცხადებები - ამ ევრობასკეტს გამოვტოვებთ, უნდა დავისვენოთო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"