ქართველ ფორვარდს ისეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლები არ ჰქონია, როგორც D ლიგაში ჩატარებულ წინა 6 მატჩში, თუმცა შენგელიას გამოსვლას დამაჯერებელი ეთქმის.
აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო ადგილზე მყოფი "არმორი" მეორეადგილოსან "ბეი ჰოუქსს" ხვდებოდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32,21 წუთი გაატარა. შენგელიამ 13-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
საბოლოოდ შენგელიამ 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი
სპრინგფილდელთა შორის საუკეთესო ტაიშონ ტეილორი გახდა, რომელიც შენგელიასთან ერთად მოგზაურობს "ბრუკლინ ნეთსიდან" "არმორში" და პირიქით. ტეილორმა 31 წუთში 30 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
19 ქულა ჰქონდა კრის ჯოზეფს, სპრინგფილდელებმა კი მეტოქე 102:96 დაამარცხეს და სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვეს.
მომდევნო მატჩს "არმორი" სპრინგფილდში, 21 მარტს, ცენტრალური დივიზიონის წარმომადგენელ "ოსტინთან" გამართავს.
gbf.ge