თორნიკე შენგელიას 17 ქულა და გამარჯვება "სპრინგფილდში"

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ NBA-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და "სპრინგფილდ არმორის" გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო.

ქართველ ფორვარდს ისეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლები არ ჰქონია, როგორც D ლიგაში ჩატარებულ წინა 6 მატჩში, თუმცა შენგელიას გამოსვლას დამაჯერებელი ეთქმის.

აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო ადგილზე მყოფი "არმორი" მეორეადგილოსან "ბეი ჰოუქსს" ხვდებოდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32,21 წუთი გაატარა. შენგელიამ 13-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

საბოლოოდ შენგელიამ 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი
კი ერთხელ დაკარგა.

სპრინგფილდელთა შორის საუკეთესო ტაიშონ ტეილორი გახდა, რომელიც შენგელიასთან ერთად მოგზაურობს "ბრუკლინ ნეთსიდან" "არმორში" და პირიქით. ტეილორმა 31 წუთში 30 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

19 ქულა ჰქონდა კრის ჯოზეფს, სპრინგფილდელებმა კი მეტოქე 102:96 დაამარცხეს და სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვეს.

მომდევნო მატჩს "არმორი" სპრინგფილდში, 21 მარტს, ცენტრალური დივიზიონის წარმომადგენელ "ოსტინთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული