მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლას დაცვის ხარჯზე შევძლებთ

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ავთო, 23 წლის:
- გამარჯობა მანუ, შენი აზრით, ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელი გვჭირდება?
- სამწუხაროდ, ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ნატურალიზებული კალათბურთელი და მეც ასე მეგონა რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს ღირსებას შემონდ უილიამსი და ტაირონ ელისი იცავდა, რომლებიც ჩვენზე ბევრად მაღალი დონის იყვნენ და ჩვენ ყოველდღიურად გვეძლეოდა საშუალება მათგან ბევრი რამ გვესწავლა.

თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ასეთი ნატურალიზებული არ გვყავს და აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ მათი
ადგილი ქართველებმა დაიკავონ.

მკითხველი:
- მანუჩარ, ცხადია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისეთ ქვეჯგუფშია მოხვედრილი, სადაც 2 გამსვლელი ადგილი დიდი ალბათობით უკვე დაკავებულია. ჩვენ სწორედ იმ ერთი დარჩენლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რა არის ის მთავარი კოზირი, რითაც ჩვენ შევძლებთ ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის ძლევას?
- აუცილებელი იქნება დაცვის პრობლემის მოგვარება, რომელიც გასულ ზაფხულს გვქონდა! დაცვის ხარჯზე შევძლებთ ჯგუფიდან გასვლას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ "ინტერკონფერენციაში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული