საწყის ოთხ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეთოთხმეტე ადგილზე ფეხმოუცვლელად იყო, 26 მარტს კი სიტუაცია შეიცვალა.
რეიტინგის შემდგენლებმა ორი საფეხურით დაგვაქვეითეს - გაგვასწრეს ბოსნიამ და ფინეთმა. აი, რა წერია მეთექვსმეტეადგილოსანი საქართველოს გასწვრივ: "NBA-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია ამერიკაში უქმობს. მას აქილევსის მყესის ტრავმა აქვს და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია. ფაჩულიას არყოფნა ქართველებისთვის დიდი დანაკლისია."
ისე არ გაიგოთ, თითქოს ზაზა სექტემბრამდე ვერ ითამაშებს; უბრალოდ, ევრობასკეტის ოფიციალურ საიტზე გუნდებს იმ მოვლენებისა და
ჩვენი თანაჯგუფელი ესპანეთი ისევ პირველია, სლოვენია - მესამე, ხორვატია - მეთერთმეტე, პოლონეთი ოცდამეორე, ხოლო ჩეხეთი - ბოლო, ოცდამეოთხე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"