ჯეიკობ პულენმა სერია A-ში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ჯეიკობ პულენმა სერია A-ში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი უკანახაზელი იტალიაში წინა სეზონშიც თამაშობდა, თუმცა ის 34 ქულა, რაც მან გასულ ტურში მიითვალა, მისი მწვერვალია.

პულენის "ოკნოპლასტი" სტუმრად ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ გუნდ "სკავოლინის" შეხვდა და 91:101 წააგო.

პულენმა 35 წუთი ითამაშა და 11-დან 6 ორქულიანი, 8-დან 5 სამიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 34 ქულა შეადგინა. იგი მატჩის ბომბარდირი გახდა, მატჩის მონაწილე ვერცერთი სხვა კალათბურთელი 20 ქულამდეც ვერ ავიდა.

9 მოგებითა და 16 მარცხით ბოლონიის
"ოკნოპლასტი" 16-გუნდიან სერია "ა"-ში მე-14 ადგილზეა. 7 აპრილს პულენის გუნდი "ვენეციას" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული