"სოხუმი" თსსუ-ს წინააღმდეგ. სოხუმელებს მე-7 ადგილი განაღდებული აქვთ, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი პლეი ოფს მიღმაა დარჩენილი და არც ბოლო ადგილზე გასვლის სასიშროება ემუქრება.
მატჩი "სოხუმის" 223 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრის, სერგო ათუაშვილის ბენეფისად იქცა. ყველაზე მაღალმა ქართველმა კალათბურთელმა 5 სამქულიანი (!) ჩააგდო, მთლიანობაში კი 38 ქულა დააგროვა, რასაც 16 მოხსნაც მოაყოლა. ფარქვეშა ბრძოლებში ათუაშვილს გვერდში ედგა ვახტანგ ქადარია, რომელმაც 19 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
თავად მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. სოხუმელებმა
სოხუმელთა მსგავსად, თსსუ-შიც ორმა კალათბურთელმა შეასრულა ორმაგი დუბლი: 19 ქულითა და 11 მოხსნით თავი გიორგი ფერიაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 13 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ირაკლი გაბისონიამ.
მატჩისშემდომი პრესკონფერენცია:
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "დიდი მადლობა სამედიცინოს გუნდს კარგი თამაშისთვის. ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდია და ვუსურვებ, მომავალ წელსაც იასპარეზონ სუპერლიგაში.
რაც შეეხება დინამოსთან მომავალ შეხვედრას, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ეს პრინციპის ამბავია. სატურნირო ცხილში არაფერს შეგვიცვლის, უბრალოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ შემთხვევით არ გაგვიმარჯვია".
თენგიზ ფიცხელაური (თსსუ): "ვულოცავ სოხუმს და წარმატებებს ვუსურვებ პლეი ოფში. გაოცებული ვარ ათუაშვილით, ძალიან ძლიერ ფორმაშია".
ირაკლი ბეშქენაძე (სოხუმი): "ეს მოგება გვჭირდებოდა პლეი ოფში ადგილის გასანაღდებლად და თანაც, მოსამზადებლადაც გამოგვადგება".
ბაჩო კევლიშვილი (თსსუ): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს და წარმატებებს ვუსურვებ. თავიდანვე კარგად და შემართულად დაიწყეს, ფარზეც უპირატესობა მოიპოვეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს".
superleague.ge