ევრობასკეტის ბილეთების ყიდვა ინტერნეტში მსურველებს 1 ივლისიდან შეეძლება

AutoSharing Option
1 ივლისს იწყება ევრობასკეტ 2013-ის ჯგუფური ეტაპის ბილეთების ონლაინ-გაყიდვები.

საღამოს 7 საათიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება იმ ეტაპის ბილეთები, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს და თუკი სლოვენიაში გამგზავრებას აპირებთ, ეცადეთ, რომ ამ დროისთვის შეხვიდეთ შესაბამის საიტზე http://www.eventim.si/en/ და შეიძინოთ ბილეთები.

ბილეთები სამ კატეგორიადაა დაყოფილი და შესაბამისად, 15, 25 და 35 ევრო ღირს, თითოეულ ქომაგს კი მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება. ცხადია, ჩვენი გულშემატკივრისთვის საინტერესო "ცელიე არენაა", სადაც მატჩებს საქართველოს ეროვნული გუნდი ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ
ჩაატარებენ, მომდევნო თამაშების კალენდარი კი ასეთია: 5 სექტემბერი - ხორვატია, 7 სექტემბერი - სლოვენია, 8 სექტემბერი - ჩეხეთი, 9 სექტემბერი - ესპანეთი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული