რიკი ჰიკმანი გასულ სეზონში გიორგი შერმადინის გვერდით "მაქაბიში" თამაშობდა. მანამდე ორივე იტალიაში გამოდიოდა (გიორგი - "კანტუში", რიკი - "პესაროში") და იტალიის "ოლ სტარშიც" ერთმანეთის გვერდით იდგნენ.
საინტერესოა ნატახტარელი ცენტრის მოსაზრება ყოფილ საკლუბო და მომავალ სანაკრებო თანაგუნდელზე.
- რიკი ნამდვილად კარგი ბიჭია, - გვითხრა გიორგიმ, - მის კვალიფიკაციაზე "მაკაბის" თამაშებიც მეტყველებს. დადებითი პიროვნებაა და მიმაჩნია, რომ მისი ჩამოყვანა კარგი გა
ჰიკმანი დიდი ხანია ევროპაში თამაშობს და კარგად იცის ევროპული სტილის კალათბურთი. ინდივიდუალურადაც კარგია და გუნდური მოთამაშეცაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელების ვინაობა ცნობილია
რიკი ჰიკმანი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების იმედი [VIDEO]
ლიუკ ზელერი - ცენტრი, რომელიც სამქულიანების ოსტატია [VIDEO]