ძირითადი შეკრება, სადაც ყველა კანდიდატი მოიყრის თავს, 25 ივლისიდან სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში დაიწყება, ხოლო მანამდე საქართველოს ნაკრების კანდიდატები თბილისში ფიზიკურ ვარჯიშებს გადიან.
ნაკრებს თბილისში ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი, სერბი ალექსანდრ ჩვოროვიჩი კოტე ტუღუშთან ერთად ავარჯიშებს.
შეკრებაზე 14 კალათბურთელია, რომლებსაც 17 ივლისიდან მანუჩარ მარკოიშვილი შეუერთდება.
თბილისის ფიზმომზადების ვარჯიშებს შემდეგი კალათბურთელები ესწრებიან:
გიორგი ცინცაძე: "საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით. ფიზიკური მომზადება დაგვეხმარება, რომ თამაშებს ყველანი მომზადებულნი შევხვდეთ და იქ ფიზიკურ მზადყოფნაზე ფიქრი
საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაწუხებს და ძალიან მონდომებულები ვართ. ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ავთო ბერიძესთან ერთად გვავარჯიშებს, საინტერესოდ მუშაობს, სერიოზული სპეციალისტია და ეს ძალიან დაგვეხმარება".
ვიქტორ სანიკიძე: "რიკი ჰიკმენს პირადად ვიცნობ, ევროლიგაში მითამაშია მის წინააღმდეგ და შარშან იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა. საკმაოდ ძლიერი გამთამაშებელია და ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დაეხმარება.
ლიუკ ზელერზე ცოტა ინფორმაცია მაქვს, ისიც ძირითადად ვიდეოებიდან და სტატისტიკიდან. იგორ კოკოშკოვი ბევრად ახლოს იცნობს.
ამ დღეებში მანუჩარ მარკოიშვილიც შემოგვიერთდება და მალე ნაკრები სრულ სახეს მიიღებს.
ფიზიკური მომზადების ეტაპი აუცილებელია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთული გრაფიკი გვექნება და საჭიროა, ფიზიკურად მზად ვიყოთ".
ალექსანდრ ჩვოროვიჩი, "ფიზმომზადების მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრებში მუშაობით კმაყოფილი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ნაკრებში მუშაობა შემომთავაზა.
აქ ყველაფერი პროფესიონალურ დონეზეა და ჩემი მხრივ, მეც ყველაფერს ვაკეთებ, რათა იმ სფეროს მივხედო, რაც მე მაკისრია.
ჯერჯერობით ყველა ერთნაირად კარგ ფორმაში არაა. ზოგი უკეთესადაა მზად, ზოგსაც ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი უკლია.
ეს იმის გამოა, რომ ზოგ კალათბურთელს გადატვირთული სეზონი ჰქონდა, ზოგმა კი ადრიანად დაასრულა თამაშები.
მხოლოდ 1 კვირაა, ვვარჯიშობთ და უკვე გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, თუმცა სამუშაო კიდევ საკმარისად გვაქვს და სანამ სლოვენიაში შეკრებას დავიწყებთ, ვეცდებით, რომ ფიზმომზადებაში პრობლემები არავის ჰქონდეს".
კოტე ტუღუში: "მზადება მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. ეროვნულ ნაკრებს ჰყავს ახალი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ალექსანდრე ჩვოროვიჩი, რომელიც კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
25 ივლისს მივემგზავრებით სლოვენიაში, სადაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი შემოგვიერთდება და გუნდი გადავა ტაქტიკურ მომზადებაზე".
gbf.ge