როგორც კალათბურთელის დედამ, ქეთევან შენგელიამ გვითხრა, ოპერაცია ნიუ იორკის კლინიკაში გაუკეთეს და ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა:
- ოპერაციამ ერთ საათს გასტანა, რის შემდეგაც თორნიკეს ველაპარაკე და ნარკოზიდან გამოსული თავს კარგად გრძნობს.
როგორც ექიმები ამბობენ, ახლა საჭიროა მათი მითითებების ზედმიწევნით შესრულება, რათა თორნიკე სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდეს მოედანს.
ისიც შევიტყვეთ, რომ შენგელიას კლინიკაში მიაკითხეს მეგობრებმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა შიო ხეცურიანმა და "მილუოკის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ.
რაც შეეხება თოკოს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"