ხორვატია წაგებას განაგრძობს, სლოვენიამ კი მორიგი ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
მორიგი საკონტროლო მატჩები გამართებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებმა და მათ შორის, C ჯგუფის წარმომადგენლებმაც, სადაც საქართველო გამოდის.

მორიგი ამხანაგური ტურნირი მოიგო სლოვენიამ, რომელმაც ქალაქ კოპერში ჩერნოგორიას და იტალიას უმასპინძლა.

სლოვენიელებმა ექსიუგოსლავიელების დამარცხების შემდეგ წუხელ იტალაისაც მოუგეს და 3-გუნდა ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

იტალიელებმა მასპინძლებს 3 პერიოდი მოუგეს, თუმცა მეორე მეოთხედში იმხელა სხვაობოთ იმარჯვა სლოვენიამ, რომ მთელი მატჩის მოგებას გასწვდა.

საწყისი ათწუთეულის 19:23 წაგების შემდეგ ბოჟიდარ მალკოვიჩის გაწვრთნილმა სლოვენიელებმა მორიგი პერიოდი 32:13 მოუგეს იტალიელებს და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს - 92:84.

"როცა
დაცვაში კარგად ვთამაშობდით, იტალიელებს უჭირდათ თავიანთი კომბინაციების გათამაშება - აღნიშნა ნამატჩევს ბოჟიდარ მალკოვიჩმა - მიზანიც ესაა, რომ 40 წუთის განმავლობაში მობილიზებულები ვიყოთ დაცვაში.

იტალიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ისინი, როგორც ჩვენ, სექტემბრისთვის ვემზადებით. მალე ნამდვილი თამაშები დაიწყება და აქამდე რაც მოვიგეთ, მნიშვნელობა დაეკარგება. მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიოთ წარმატებებს".

ხორვატიამ მორიგი დიდსხვაობიანი მარცხი იწვნია. სტამბოლში მიმდინარე ტურნირის ფარგლებში ხორვატები მასპინძლებთან 52:81 განადგურდნენ.

"კუბოკრულთა" იმედმა, ბოიან ბოგდანოვიჩმა მოედანი 1 ქულით დატოვა, ხოლო ნატურალიზებულმა დონტაი დრაპერმა სულაც ქულა ვერ მოიხვეჭა. აღსანიშნავია, რომ ხორვატები გუშინწინ სერბეთთან 71:88 დამარცხდნენ, ხოლო დღეს ბელგიას ხვდებიან.

პოლონეთმა დიდ ბრიტანეთს დიდი სხვაობით მოუგო. ნატურალიზებულმა ტომას კელატიმ 18 ქულა მიითვალა, მარცინ გორტატმა - 14, მაციე ლამპემ კი 8.

თურქეთი - ხორვატია 81:52 (17:13, 18:18, 25:10, 21:11)
ხორვატია: ტომიჩი (10), ანდრიჩი (2), დრაპერი, ბოგდანოვიჩი (1), რუდეჟი, ტომაში (10), უკიჩი (10), სიმონი (5), მ. დელასი (5), ა. დელასი (3), ზორიჩი (6)

პოლონეთი - დიდი ბრიტანეთი 85:66 (24:12, 28:14, 21:18, 12:22)
პოლონეთი: კელატი (18), გორტატი (14), ვაჟინსკი (13), ლამპე (8), ხრიშანიუკი (6), ვიშნევსკი (3), ჟუბარგა (3), კოჟარეკი (3), პონიტკა (1), ჩილინსკი, ზამოისკი

სლოვენია - იტალია 92:84 (19:23, 32:13, 23:24, 18:24)
სლოვენია: სლოკარი (8), ლაკოვიჩი (5), იოკსიმოვიჩი, მურიჩი (13), ბლაჟიჩი (3), ნახბარი (19), გ. დრაგიჩი (19ქ, 8პ), დ. ლორბეკი (5), ვიდმარი (12), მორინა, ბალაჟიჩი (8), ზ. დრაგიჩი

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული