ჩვენი ნაკრები პირველ მეოთხედშივე დაწინაურდა და ანგარიშში უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აღარც დაუთმია.
პირველი პერიოდი იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა 20:14 მოიგეს, ტაიმი კი 39:22 დაასრულეს. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე პერიოდი ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს (16:15), ბოლო კი ასეთივე სხვაობით დათმეს (29:30) და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ყველაზე შედეგიანი მოედანზე ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 23 ქულასა და 6
ევრობასკეტის C ჯგუფის ჯგუფში I ტურის დანარჩენი შეხვედრები: ესპანეთი-ხორვატია და ჩეხეთი-სლოვენია მოგვიანებით გაიმართება.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს, ხორვატებთან გამართავს.