საქართველო-პოლონეთი 84:67 - საამაყო გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველო - 84, პოლონეთი - 67. ამ ანგარიშს კიდევ ერთხელ გადახედეთ და დაინახავთ, რომ საქართველოს ნაკრები პოლონელებთან შედარებით ერთი თავით მაღლა იდგა.

ევროპის ჩემპიონატის ასეთი გამარჯვებით გახსნა სასიამოვნოცაა, გასახარიც და, რაც მთავარია, საამაყოც. კალათბურთელებთან ერთად ხომ დარბაზში შეკრებილმა ქართველმა გულშემატკივარმაც გაიხარა და საქართველოში, ტელეეკრანთან მსხდომმაც.

მიმოხილვა ემოციებით დავიწყეთ, რაც ალოგიკური სულაც არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებმა უმთავრესად სწორედ ემოციის ხარჯზე მოიგო: შეხვედრის დასაწყისში ჩვენს გუნდს ნერვიულობა ნამდვილად არ ეტყობოდა, პირიქით, ქომაგთა ხმაურით გამხნევებულებს თვალებში ცეცხლი ენთოთ.

მთავარი იყო,
მეტოქეს თავიდან თამაში ვერ დაელაგებინა, რომ ქართველებს ემოციები მოედანზე გადაეტანათ.

ასეც მოხდა - პოლონელთა ორმა ვარსკვლავმა: მარცინ გორტატმა (გიორგი შერმადინი მეურვეობდა) და მაცეი ლამპემ (სანიკიძე იყვანდა) - ტყორცნა ტყორცნაზე ააცილა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაში პირველივე მეოთხედში წააგეს.

მატჩის შემდეგ პოლონელთა მთავარი მწვრთნელი დირკ ბაუერმანი მხრებს იჩეჩავდა:

"გასარკვევი გვაქვს, ვინა ვართ და რატომ ჩამოვედით ევროპის ჩემპიონატზე. ხვალ ჩეხეთს ვეთამაშებით და მანამდე გონს უნდა მოვეგოთ".

ჩვენი ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი გამარჯვებას მშვიდად შეხვდა:

"პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში აგვისტოს დასაწყისში დავმარცხდით. მას მერე კარგად შევისწავლეთ მეტოქე და იტალიასთან პოლონელთა გამარჯვების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი - ეს ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი იქნება-მეთქი.

ამიტომ შეხვედრას მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდით.

გიორგი შერმადინმა გორტატის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას ევრობასკეტის დაწყებამდე ვუთხარი: ეს შეჯიბრება შენი შანსია, უჩვენო, რა შეგიძლია.

განსაკუთრებით, მარცინ გორტატთან უნდა გამოჩენილიყო გიორგის პოტენციალი და მიხარია, შერმადინმა უჩვენა - ევროპის ტოპ-ცენტრებს შორისაა".


ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი
4 სექტემბერი
ცელიე, სლოვენია
საქართველო-პოლონეთი 84:67
20:14, 19:8, 16:15, 29:30
საქართველო: მეტრეველი (2ქ), ფხაკაძე, სანაძე, ბურჯანაძე (2ქ), ცინცაძე (11ქ, 7პ), შერმადინი (13ქ, 9მ), ჰიკმანი (9ქ), მარკოიშვილი (18ქ), ფაცაცია, სანიკიძე (23ქ, 6მ), ლეჟავა (3ქ), ცქიტიშვილი (3ქ)
პოლონეთი: გორტატი (12ქ, 8მ), ლამპე (10ქ), კარნოვსკი (9ქ)...

5 სექტემბერს, 16:30 სთ-ზე (თბილისის დროით) ხორვატიას ვეთამაშებით.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ვაჟა სიმონიშვილი ცელიედან

ასევე იხილეთ:
ვაჟა სიმონიშვილი სლოვენიიდან: საკალათბურთო მოგზაურობა
მკითხველის კომენტარები / 5 /
საოცარი ოტხეული-სანიკიდზე,მარკოისჰვილი,ცინცადზე და სჰერმადინი-[საიმედო ხალხი.]-ვამაკობტ.
mana
01:54 05-09-2013
0
ეს მარტო მოგება არ არის -პოლონეთია რა , მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ , თუ როგორ უნდა მოვიგოთ საერთოდ.....
paatamexradze
21:40 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული