საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

AutoSharing Option
7 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავის მესამე შეხვედრას მასპინძლებთან მართავს.

იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და განსაკუთრებით დაცვაში კარგი თამაშის წყალობთ, პირველი პერიოდი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრეს - 19:13.

ქართველმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედი ასევე კარგად კი დაიწყეს და ანგარიშის სხვაობა 11 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ ამას მოჰყვა პერიოდი, როდესაც სლოვენიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენებს კი - არაფერი. მასპინძლებმა განსაკუთრებით კარგად სამქულიანები ისროლეს, რასც მათი 15-ქულიანი გაქცევა მოჰყვა.

საბოლოოდ ტაიმი სლოვენიელებმა ანგარიშით 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს - 44:32.

მატჩის სტატისტიკა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა კოკოშკოვმა უპირატესობა გვაქვსო?!ვბანძდებით?
მე
00:08 08-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული