საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა

AutoSharing Option
8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მე-4 ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 79:95 დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა მანამდე ევროპის ჩემპიონატზე 1 შეხვედრა მოიგო და 2-ში დამარცხდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების შესრულებით ყველაზე სუსტი აღმოჩნდა.

ქართველთათვის სტარტი ძალიან ცუდი გამოდგა - პირველი მეოთხედი ჩვენებურებმა 15:26 წააგეს.

ასევე ცუდად განვითარდა მოვლენები მეორე მეოთხედში, რომელიც 20:28 დავთმეთ.

გუნდები შესვენებაზე ჩეხთა 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 35:54.

მესამე პერიოდი შედარებით თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა - 19:21.

ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი
მოიგო - 25:20, მაგრამ საბოლოოდ 79:95 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანები 20-20 ქულით გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი იყვნენ. 18 ქულა დააგროვა გიორგი შერმადინმა.

გამარჯვებულთა რიგებში 27 ქულა იან ვესელის ანგარიშზეა.

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას გამართავს ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრებთან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე კი წავალ და დავიძინებ მაგრამ საქართველოში ბურთის ყველა სახეობას რომ დიდი ხანია ძინავს მაგაზე მტკივა გული.ხოლო რაც შეეხება ბალეშიკობას არა მგონია ჩემზე ძალიან შეგტკიოდეთ გული მაგრამ ამ ურა გულშემატკივრობამ სადამდეც მიგვიყვანა კი ხედავთ ყველა.წინა ევროპა იყო და სულ ორი თამაში მოვიგეთ და ისე ვიზეიმეტ თითქოს მსოფლიო ავიღეთ წელს არის და დაბეჩავებულ პოლონეთს მოუგეთ და იმხელა ყიჟინა შემოვცხეთ იმ შეცდომებისთვის რაც იმ თამაშში გვქონდა კაცმა არ მიაქცია ყურადღება და აი შედეგიც.ერთი დამუშავებული კომბინაცია მაინც თუ ქონდათ ამ თამაშებში მითხრას ვინმემ აი ისეთი რასაც გუშინ ჩეხეთი ატამაშებდა იგებ ხორვატიასთან და ათი წამით ადრე პრახადნოი დვერივით გაუხსნეს დერეფანი ხორვატს და მოაგებინეს თამაში არ უნდა გქონდეს ყველა შემთხევისთვის ტაქტიკური მონახაზი რა დროს რა უნდა გააკეთო? მე მგინი ბასკეტბოლი მარტო ის არ არის გადაირბინო მთელი მოედანი ისროლო და თუ ჩავარდა ხო კაი თუ არა და აგერ არის მსაჯი ან უიღბლობა, დააბრალე ან ერთს ან მეორეს და ეგ არის.გაიხსენეთ წინა ევროპა მაკედონიასთან და იგივე ეხლა ხორვატებთან.ან ამიხსენით ალალად რომელი ქართველი ჯობდა რომელიმე ჩეხს გინდა აზროვნებაში გინდა დრიბლინგში და გინდა ინდივიდუალიზმში ჩამოგვახიეს კალათა თავზე.გადაიწვნენო გეგონება ჩეხები იგივე სიტუაციაში არ იყვნენ.ეგ ურა ურა ძახილი გვღუპავს და ვერა ვხვდებით
tornike
14:39 09-09-2013
0
კიი, აშკარად ეტყობა, რომ გადაიწვნენ, რადგან მოკლე სკამი აქვთ. მაგრამ ეს ვისი ბრალია? ამ ხუთი წლის განმავლობაში კოკოშკოვს და მის გუნდს, ხომ შეიძლება მოეძებნა და ნაკრებისათვის მოემზადებინა ერთი-ორი ისეთი სათადარიგო, რომელიც საჭირო მომენტში შეცვლიდა გუნდის ლიდერებს? დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სუსტი სათადარიგო სკამი ამ ტურნირზე მოთამაშე არცერთ გუნდს არ ჰყავს. რას აკეთებენ ნაკრების სხვა მწვრთნელები, სელექციონერები წლების მანძილზე? მარტო იმაზე წუწუნი, რომ მოკლე სკამი გვაქვს და ფაჩულია და შენგელია არ ჩამოვიდნენ, საქმეს არ არგებს. და კიდევ... ეს კომენტატორები...სირცხვილია. კომენტატორი იმას, რომ იტყვის მსაჯმა თამაში რატომ გააჩერაო ჯარიმის გამო და შეტევა ჩაგვიშალაო, ამას რა უნდა ელაპარაკო. სლოვენიასთან იყო ბოლო წუთებზე, სანიკიძე, რომ შეაჩერეს უხეშად. ე.ი. ვერ გაიგო კომენტატორმა ფეხბურთი იყო თუ კალათბურთი. ხორვატიასთან წაგების შემდეგ ერთერთმა თქვა მიუხედავად წაგებისა ჩვენ უკეთესი შანსი დაგვრჩა ჯგუფიდან გასვლისა ვიდრე ხორვატიასო. სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს!!!
ynwa
12:26 09-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული