საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა

AutoSharing Option
8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მე-4 ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 79:95 დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა მანამდე ევროპის ჩემპიონატზე 1 შეხვედრა მოიგო და 2-ში დამარცხდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების შესრულებით ყველაზე სუსტი აღმოჩნდა.

ქართველთათვის სტარტი ძალიან ცუდი გამოდგა - პირველი მეოთხედი ჩვენებურებმა 15:26 წააგეს.

ასევე ცუდად განვითარდა მოვლენები მეორე მეოთხედში, რომელიც 20:28 დავთმეთ.

გუნდები შესვენებაზე ჩეხთა 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 35:54.

მესამე პერიოდი შედარებით თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა - 19:21.

ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი
მოიგო - 25:20, მაგრამ საბოლოოდ 79:95 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანები 20-20 ქულით გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი იყვნენ. 18 ქულა დააგროვა გიორგი შერმადინმა.

გამარჯვებულთა რიგებში 27 ქულა იან ვესელის ანგარიშზეა.

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას გამართავს ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრებთან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაკრები კი არა სოფლის გუნდი
beqa
22:18 08-09-2013
0
მივმართავ 1-ელ არხს,გაფიცებთ ყველაფერს სად მონახეთ ეს სირი კომენტატორები?
roma
22:32 08-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული