შეგახსენებთ, რომ ჩვენ ნაკრები ანგარიშით 79:95 დამარცხდა.
"ჩეხებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები მზად არ აღმოჩნდა ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა სლოვენიელებთან წინა დღეს გამართულმა მატჩმა, რომელსაც დიდი ენერგია შევალიეთ.
ჩეხეთი ჩვენზე სწრაფად დარბოდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
ამის მიუხედავად, ჩემი კალათბურთელების მიმართ კომპლიმენტის გარდა არაფერი მეთქმის, მათ ბოლომდე იბრძოლეს ოთხივე შეხვედრაში. წაგებას საკუთარ თავზე ვიღებ", - ასეთი იყო ქართველთა მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის კომენტარი ჩეხეთთან
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა დუდა სანაძემ:
"სატურნირო თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელიც სამწუხაროდ, წავაგეთ. გუნდის ძირითადი ბირთვი გადაღლილი იყო და ვეღარ მოვახერხეთ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს სახელს ვიცავთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]