საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისი ბოლო შეხვედრა ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ანგარიშით 59:83 (17:17, 12:24, 10:21, 20:21) დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ, ანგარიშით 17:17 დაასრულა, მეორე მეოთხედი კი ქართველმა კალათბურთელებმა 12-ქულიანი სხვაობით დათმეს და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 29:41 გავიდნენ.

ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონებს წინააღმდეგობა ვერც მესამე პერიოდში გაუწია. ამჯერად ესპანელებმა უკვე 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 39:62.

საბოლოოდ ესპანეთმა შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 83:59 მოიგო.

ამით საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2013-ზე გამოსვლა დაასრულა. C ჯგუფში გამართული
ხუთი მატჩიდან კოკოშკოვის შეგირდებმა მხოლოდ ერთში - პოლონეთთან შეხვედრაში იმარჯვეს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი შედეგით ნებისმიერ შეჯიბრებაში შეგვიძლია მივიღოთ მინაწილეობა.
beri@posa.ge
20:09 09-09-2013
0
გამოძვრენ უკვე ვიტომმცოდნეები
giorgi
01:27 10-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული