- პირველ რიგში, ვოვას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავ.
- იგი ტრავმირებულ მუხლს მკურნალობს. ჯერ ისევ ხორვატიაშია და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ჯერაც უცნობია, როდის მისცემენ ექიმები ვარჯიშის უფლებას.
- ნაკრები სრული შემადგენლობით დროულად შეიკრიბა. როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი?
-
- მეტოქეების მზადების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?
- ზოგადი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მთავარია, ჩვენ მოვემზადოთ სათანადოდ და მოწინააღმდეგეებს შანსს არ დავუტოვებთ.
- რთული ვარჯიშებია?
- რა თქმა უნდა. დღეში ორჯერ შევდივართ დარბაზში. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს კარგი ვარჯიშები აქვს, თან დამღლელი, თან სასიამოვნო. ჩვენც ვცდილობთ, მწვრთნელს ბოლომდე მივყვეთ.
- ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა?
- ყველა მწყობრშია.
- ტორინ გრინი და ქუინტონ ჰოსლი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ?
- კარგი პიროვნებები არიან. მათთან საერთო ენა იოლად გამოვნახეთ.
- როგორი მოთამაშეები არიან?
- კარგი კალათბურთელები ჩანან. თუმცა მხოლოდ ვარჯიშებით დასკვნების გაკეთება ძნელია. ხუთი-ხუთზე თამაშს რომ შევუდგებით, მერე უკეთ გამოჩნდება.
- მხოლოდ ფიზიკურად ვარჯიშობთ? ბურთთან არ მუშაობთ?
- ბურთითაც ვვარჯიშობთ, თუმცა დაცვის და შეტევის კომბინაციებს ვამუშავებთ. ერთმანეთში კალათბურთი ჯერ არ გვითამაშია.
- ავსტრიელებთან ახანაგური მატჩის ჩატარება გამოირიცხა?
- როგორც ამბობენ, ადგილობრივებთან თამაში ვერ მოხერხდება. 17 ივლისს უნგრეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით, ხოლო 19-ში - სლოვაკეთისას. შემდეგ თბილისში დავბრუნდებით.
- საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის საყურებლად თუ იცლით...
- რა თქმა უნდა. აქტიური გულშემატკივრები ვართ.
- ფინალში ვის ქომაგობ?
- ესპანელებს. ვფიქრობ, სწორედ ისინი მოიგებენ. ნაკრების წევრთა უმეტესობა ესპანელთის მხარესაა, რამდენიმე ჰოლანდიას გულშემატკივრობს.
- თავიდანვე ესპანეთს ქომაგობდი?
- საერთოდ, იტალიის გულშემატკივარი ვარ, თუმცა... ამ ჩემპიონატზე ესპანელების თამაში ძალიან მომწონს.