ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
3 თებერვალს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები, რომელიც მეორე კალათაში იყო განთესილი, შესარჩევ E ჯგუფში ჩეხეთთან, პორტუგალიასა და უნგრეთთან ერთად მოხვდა.

26 გუნდი 7 ჯგუფადაა დაყოფილი (5 ოთხგუნდიანი, 2 სამგუნდიანი), საიდანაც ევრობასკეტი 2015-ის საგზურს პირველადგილოსნები მიიღებენ. მათთან ერთად ფინალურ ეტაპზე გავა ყველა მეორეადგილოსანი, გარდა ერთისა (რომელსაც უარესი მაჩვენებელი აღმოაჩნდება).

2015 წლის ევრობასკეტზე, რომელსაც უკრაინა უმასპინძლებს, ავტომატურად მოხვდებიან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილეები: ესპანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, უკრაინა, სერბეთი, ლიტვა, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ფინეთი.

მათ დაემატებათ გასულ წელს გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული ესტონეთი.

A ჯგუფი: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა
B ჯგუფი: ბულგარეთი, ისრაელი, მონტენეგრო, ჰოლანდია
C ჯგუფი: ავსტრია, პოლონეთი, გერმანია, ლუქსემბურგი
D ჯგუფი: ბელორუსი, მაკედონია, ბელგია, დანია
E ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო, ჩეხეთი, უნგრეთი
F ჯგუფი: სლოვაკეთი, შვედეთი, ლატვია, რუმინეთი
G ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, იტალია
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი ჯგუფია, ამ ჯგუფიდან თავისუფლად უნდა გავიდეთ!
0
გაგვიმართლა. გავსულვართ :)
მერაბი
17:15 03-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული