- შეკრება ნორმალურად დაიწყო. რაც მთავარია, ყველა კალათბურთელი გუნდთანაა. არის მცირე ტრავმები, თუმცა საგანგაშო არაფერია.
ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია როგორც ნაკრების მზადებით, ასევე ახალწვეულებით - ტორინ გრინითა და ქუინტონ ჰოსლით.
ზოგადი საუბრის შემდეგ მან გვითხრა, რომ გვერდში ნაკრების მეორე მწვრთნელი დავით უსტიაშვილი ჰყავდა. მზადებასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვებით სწორედ იგორ კოკოშკოვის ქართველ ასისტენტს მივმართეთ.
საუბარი საწვრთნელი პროცესით დავიწყეთ.
- დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. გუნდი ნელ-ნელა
2 აგვისტოს პირველი ოფიციალური შეხვედრაა - სპორტის სასახლეში ქართველები პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
ამავე გვერდზე ანატოლი ბოისას ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ, რომელშიც იგი ამბობს, რომ გუნდში ყველა ჯანმრთელადაა, სერიოზული ტრავმა არავის აქვს. წვრილ-წვრილი ტრავმები სპორტის თანამდევი ამბავია და ამისგან არც ჩვენი გუნდის კალათბურთელები არიან დაზღვეულნი.
- ვიქტორ სანიკიძესა და მანუჩარ მარკოიშვილს მცირე ტრავმები აქვთ. მანუ აღდგენის პროცესშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. საწვრთნელ პროცესში თავიდანვე იყო ჩართული ვიქტორ სანიკიძე, თუმცა მას კუნთი დაეჭიმა და ერთი-ორი დღე დაისვენებს. ყველა სხვა კალათბურთელი მწყობრშია. 5 ივლისს შემოგვიერთდა ზაზა ფაჩულია, ხოლო 6-დან ნიკა ცქიტიშვილი დაგვემატა და მას მერე სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ.
საინტერესოა დავით უსტიაშვილის მოსაზრება ნაკრების ახალწვეულებზე, ტორინ გრინსა და ქუინტონ ჰოსლიზე.
- ნორმალური მოთამაშეები არიან. მათი პლუს-მინუსები ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდება. რაც შეეხება პიროვნულ მხარეს, ქართველ კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა.
დავით უსტიაშვილს ვკითხეთ, ხომ არ გარკვეულა, რომელი ამერიკელი რომელ თამაშს ითამაშებს (შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს წესების მიხედვით, კონკრეტული მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის შეყვანაა დასაშვები). მწვრთნელმა აღნიშნა - ორივე გვჭირდება, კარგი იქნებოდა, თამაშის უფლება ორივეს ჰქონდესო...
- ვინ რომელ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ამის გარკვევა ჯერ ადრეა. ოფიციალურ შეხვედრებს ვგულისხმობ, თორემ ამხანაგურებში თითო მატჩში ორივე კალათბურთელს გამოვცდით.
შტაინბურნში შეკრებას ავსტრიის ნაკრები 14 ივლისს იწყებს. ქართველები უნგრეთში სათამაშოდ 16-ში მიდიან. ორი დღის ნავარჯიშები ავსტრიელები ჩვენთან საკონტროლო შეხვედრას ნამდვილად არ ჩაატარებენო, - გვითხრა იგორ კოკოშკოვის პირველმა ასისტენტმა.
მასთან ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას საკითხიც გავარკვიეთ...
- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს B დივიზიონის მატჩები ავსტრიაში ელის. თორნიკე შენგელია ახალგაზრდულ გუნდს 13 ივლისს შეუერთდება და ჯგუფური ტურნირის სამივე შეხვედრაში დაეხმარება. შემდეგ ისევ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდება და თბილისში ჩვენთან ერთად გამოემგზავრება.