ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

მიხეილ გაბრიჩიძე: ზედიზედ სამი გასვლა ცოტა უარყოფითი მომენტია

AutoSharing Option
ბარსელონაში გამართულ წილისყრას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დელეგაცია ესწრებოდა. ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან.

- რას იტყვით E ჯგუფზე, რომელშიც საქართველო მოხვდა?
- შესაძლებელი იყო, უფრო ძლიერ, ანდაც შედარებით სუსტ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. მთლიანობაში, უკმაყოფილონი არ ვართ, საკმაოდ ძლიერი და თანაბარი ჯგუფია. ყველა მეტოქესთან მაქსიმალური მობილიზებით გვმართებს თამაში.

- კალენდარზე რა აზრის ბრძანდებით?
- ცუდი კალენდარი არ არის, თუმცა ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი ცოტა უარყოფითი მომენტია. მიყოლებით ვთამაშობთ უნგრეთში, პორტუგალიასა და ჩეხეთში. უნგრეთი და ჩეხეთი ერთმანეთთან ახლოსაა,
პორტუგალია კი საკმაოდ შორსაა.

- ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვედრაზე რას იტყვით?
- სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისე კი, ოთხგუნდიანი ჯგუფი იმითაა უკეთესი, რომ ქართველი გულშემატკივარი მეტ მატჩს ნახავს, კალათბურთელებიც მეტ სათამაშო გამოცდილებას მიიღებენ.

- ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი როდის გადაწყდება?
- 15 მარტს გვეცოდინება, გუნდს კვლავ იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს თუ - ახალი სპეციალისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოვიდეს ერთი ჩეხეთი! - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა
ასევე დაგაინტერესებთ