სანიკიძე - ისევ ტრავმა

AutoSharing Option
კვირას ვიქტორ სანიკიძე ერთთვიანი შესვენების შემდეგ (კოჭს მკურნალობდა) "ვირტუსს" დაუბრუნდა და "მილანთან" მატჩში 8 ქულას მოუყარა თავი. გუშინ ბოლონიიდან ერთი უსიამოვნო ცნობა მოვიდა - "მილანთან" შეხვედრაში ვიქტორმა იდაყვი დაიზიანა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - ექიმების თქმით, სანიკიძე მინიმუმ ერთ თვეს დაისვენებს. 

ეს ამბავი ქართველ გულშემატკივრებზე არანაკლებად ბოლონიელებს აღელვებთ, რადგან ისინი ვიქტორის დაბრუნებას იმედით ელოდნენ - უიმისოდ ოთხიდან სამი მატჩი წააგეს. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, "ვირტუსს" კიდევ ერთი თვე მოუწევს სანიკიძის გარეშე თამაში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინ ევროთასის მატჩი არ უთამაშია
იტალიაში მოასპარეზე მეორე ქართველ მანუჩარ მარკოიშვილს ("კანტუ"). მას ფეხის ცერი აქვს ნატკენი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული