ფიბა-ევროპამ მეოთხე კალათა გვარგუნა

AutoSharing Option
გუშინ ფიბა-ევროპამ ევრობასკეტი-2011-ის გუნდები კალათებში ოფიციალურად გაანაწილა:

I კალათი: ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია.
II კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, რუსეთი, თურქეთი.
III კალათი: გერმანია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათი: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.
V კალათი: იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია.
VI კალათი: უკრაინა, ლატვია...

მეექვსე კალათში დარჩენილ ორ ადგილს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე გუნდები (ფინეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შეავსებენ. ეს შეჯიბრება 3-24 აგვისტოს მიმოსვლითი სისტემით გაიმართება.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე 10 გუნდი პირველ-მესამე კალათებში მოხვდა, თუმცა მათი კლასიფიკაცია ევრო-2009 წლის შედეგების მიხედვით მოხდა.
მომდევნო 12 ნაკრები 2010 წელს გამართული შესარჩევი ტურნირის შედეგების გათვალისწინებით დახარისხდა.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 30 იანვარს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ვილნიუსის ნაციონალური დრამის თეატრი უმასპინძლებს.

ევრობასკეტი კი 31 აგვისტოს აიღებს სტარტს. 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად განაწილდება. მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა (12 ნაკრები), რომლებიც ორ ჯგუფად გაიყოფა. ერთი ჯგუფიდან გადასულ სამეულებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ, საიდანაც მეოთხედფინალში გასასვლელად ოთხეულში მოხვედრა იქნება საკმარისი. ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი.

მანამდე კი ჯერ 30 ინვარია.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული